სიახლეები - შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტი

სიახლეები

  • IBSU-ს პროფესორების ავტორობით გამოიცა სახელმძღვანელო “Tourism Case Studies in the Milieu of Georgia”
    • 07/07/2025

    IBSU-ს პროფესორების ავტორობით გამოიცა სახელმძღვანელო “Tourism Case Studies in the Milieu of Georgia”

    შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის ტურიზმის საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამების ხელმძღვანელის, აფილირებული პროფესორის  ეკა დევიძის, ასოცირებული პროფესორის ლალი მიქელაძის და მოწვეული ლექტორის ნინო დევიძის ავტორობით გამოიცა სახელმძღვანელო: “Tourism Case Studies in the Milieu of Georgia.” წიგნის პრეზენტაცია გაიმართა საქართველოს უნივერსიტეტში, ბიზნესის და ადმინისტრაციულ მეცნიერებათა სკოლის მხარდაჭერით. შეხვედრას ესწრებოდნენ საქართველოს ტურიზმის ასოციაციის ხელმძღვანელი, ტურისტული კომპანიის “აღმოაჩინე საქართველო” დამფუძნებელი და თბილისის უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების ტურიზმის საგანმანათლებლო

  • ტურიზმის პროგრამების ხელმძღვანელი Academics World-ის მრჩეველთა გუნდს შეუერთდა
    • 24/06/2025

    ტურიზმის პროგრამების ხელმძღვანელი Academics World-ის მრჩეველთა გუნდს შეუერთდა

    შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის ტურიზმის საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამების ხელმძღვანელი, აფილირებული პროფესორი, დოქტორი ეკა დევიძე საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაციის Academics World მრჩეველთა გუნდს შეუერთდა. Academics World ხელს უწყობს ერთიან პლატფორმაზე ინჟინერიისა და ტექნოლოგიების, მეცნიერებისა და მედიცინის სფეროში უახლესი მიღწევებისა და საკითხების განხილვას მკვლევრებსა და აკადემიკოსებს შორის.

  • Moore Abc-ის წარმომადგენლები ბიზნესის სკოლის სტუდენტებს შეხვდნენ
    • 20/06/2025

    Moore Abc-ის წარმომადგენლები ბიზნესის სკოლის სტუდენტებს შეხვდნენ

    აუდიტორული კომპანია Moore Abc-ის წარმომადგენლებმა შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის ბიზნესის სკოლის სტუდენტებს ზაფხულის სტაჟირების შესაძლებლობები გააცნეს. სტუდენტები შეხვდნენ დამსაქმებელს და გაეცნენ Moore Abc-ის აქტიურ ვაკანსიებს.