- 01/06/2023
Erasmus + KA107 გაცვლითი პროგრამის ფარგლებში, IBSU-ს ეწვია უნგრეთის ოტვოშ ლორანდის უნივერსიტეტის დოქტორი, არვა ვალერია და კრაკოვის ეკონომიკური უნივერსიტეტის ლექტორი, რენატა ვინკლერი. უცხოელი სტუმრები შეხვდნენ IBSU-ს რექტორს, საერთაშორისო ურთიერთობების სამსახურის, ბიზნესის სკოლისა და განათლების, ჰუმანიტარული და სოციალური მეცნიერებების სკოლის წარმომადგენლებს. ვიზიტის ფარგლებში, არვა ვალერიამ საბაკალავრო პროგრამის სტუდენტებისთვის ჩაატარა ლექცია თემაზე „ლიტერატურის გამოყენება ინგლისური ენის სწავლების დაწყებით საფეხურზე,” ხოლო რენატა ვინკლერმა წაიკითხა ლექცია თემაზე “გუნდის
IBSU-ს სტუდენტურმა თვითმმართველობამ, ადმინისტრაციის მხარდაჭერით, ბიზნესის სკოლის სტუდენტებს მამკოდაში პიკნიკზე უმასპინძლა. მომდევნო კვირების განმავლობაში, IBSU-ს დანარჩენი სკოლის სტუდენტებისთვისაც მოეწყობა მსგავსი პიკნიკები.
ერაზმუს + გაცვლითი პროგრამის ფარგლებში, IBSU-ს მოწვეული ლექტორი ლაშა ქავთარაძე კრაკოვის ეკონომიკის უნივერსიტეტს ეწვია და წაიკითხა ლექცია სახელწოდებით ” საქართველოს ეკონომიკური ურთიერთობები მსოფლიოსთან და რუსეთ-უკრაინის გავლენა კავკასიისა და ცენტრალური აზიის ქვეყნებზე.
სასტუმროს მენეჯმენტის საგნის ფარგლებში, IBSU-ს ბიზნესის სკოლის ტურიზმის საბაკალავრო პროგრამის მესამე კურსის სტუდენტებისთვის, ბორჯომში, ლიკანსა და ცემში გასვლითი ლექცია-ტური მოეწყო. IBSU-ს სტუდენტებს საინტერესო ჰაუს ტურები ჩაუტარდათ 5 ვარსკვლავიან სასტუმროში Borjomi Likani და ბუტიკ სასტუმროში Golden Tulip Borjomi. გასვლითი ლექცია-ტურის ფარგლებში, სტუდენტებმა ასევე მოინახულეს მთის კურორტი “განთიადი” ცემში, სადაც კურორტის გენერალურმა მენეჯერმა მათ საინტერესო გამოცდილება გაუზიარა, თუ როგორ ვითარდება თანამედროვე, ველნეს პრინციპებზე დაფუძნებული სასტუმრო
კრეატიული სააგენტო IVAKNOWS-ის დირექტორმა, სალომე ივანიაძემ IBSU-ში ჩაატარა საჯარო ლექცია თემაზე:“რა არის ციფრული მარკეტინგი, როგორ შეიძლება დასაქმდე ციფრული პროფესიებით.” ლექცია შეეხებოდა მარკეტინგში თანამედროვე ციფრული ტექნოლოგიების გამოყენებას. სალომემ სტუდენტებს გააცნო ციფრული მარკეტინგის ხელოვნება და მისი პრაქტიკული გამოყენების გზები.
IBSU-ს კარიერის დაგეგმვის სამსახურის ინიციატივით, კომპანია BDO-ს წარმომადგენლები შეხვდნენ ფინანსების, საბუღალტრო აღრიცხვისა და აუდიტის და კომპიუტერული მეცნიერების პროგრამების სტუდენტებს და გააცნეს კომპანიის ფასეულობები, მიმდინარე ვაკანსიები და პროფესიული და კარიერული წინსვლის შესაძლებლობები. ასევე, კომპანიის HR-ის წარმომადგენლებმა ჩაატარეს ტრენინგი თემაზე “როგორ დავწეროთ ეფექტური რეზიუმე და როგორ ვმართოთ გასაუბრებები დამსაქმებელთან”.
IBSU-ს ბიზნეს სკოლის ორგანიზებით, დღეს გაიმართა პანელური დისკუსიას თემაზე – ქალი ბიზნესში – უპირატესობა თუ გამოწვევა. მოწვეულმა სპიკერებმა, საქართველოს ფერმერთა ასოციაციის თავმჯდომარემ, ნინო ზამბახიძემ და კომპანია რადარის დამფუძნებელმა და სასტუმრო პროექტების მმართველმა, მაია მახათაძემ, ისაუბრებს ქალის როლის მნიშვნელობაზე ბიზნეს სამყაროში, მიმოიხილეს ამ მიმართულებით საქართველოში არსებულ რეალობაზე. სპიკერებმა ასევე განიხილავენ გენდერულ საკითხებს.
შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტმა ბიზნეს ანბანის პროექტის ორდღიან ტრენინგს უმასპინძლა, რომელსაც 105 მოსწავლე დაესწრო. ტრენინგის პირველ დღეს მოსწავლეები გაეცნენ ბიზნესის, ტურიზმისა და მარკეტინგის ძირითად საკითხებსა და ეფექტური კომუნიკაციისა და წარმატებული პრეზენტაციის გამართვის მეთოდებს. ტრენინგის მეორე დღეს პროექტის მონაწილეებმა ინფორმაცია მიიღეს ბიზნესის სხვა ძირითად მიმართულებებზე, როგორებიცაა მენეჯმენტი, ბუღალტერია და ფინანსები. ტრენინგის ბოლოს მოსწავლეებმა წარადგინეს თავიანთი ბიზნეს გეგმები. ტრენინგის დასასრულს მონაწილეებს
შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის ბიზნესის სკოლის წარმომადგენლებმა ტრადიციული საორიენტაციო შეხვედრა გამართეს სკოლის აკადემიურ და მოწვეულ პერსონალთან. შეხვედრა ემსახურებოდა 2022/2023 გაზაფხულის სასწავლო სემესტრის სალექციო პროცესთან დაკავშირებული პროცედურების შესახებ ლექტორებისთვის ინფორმაციის მიწოდებას. შეხვედრაზე მოხდა შემდეგი საკითხების განხილვა: პროგრამების კლასტერული აკრედიტაცია აკადემიური კალენდარი სალექციო პროცესი სტუდეტთა შეფასება კრედიტების აღიარება საგამოცდო პროცესი სტუდენტებთან კომუნიკაცია და კონსულტაცია აკადემიური და მოწვეული