- მთავარი
- /
- სამეცნიერო კონფერენციები
- /
- მულტიდისციპლინური საერთაშორისო სტუდენტური კონფერენცია
შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტი 2024 წლის 28 ივნისს უმასპინძლებს რიგით მე-3 საერთაშორისო მულტიდისციპლინურ სტუდენტურ კონფერენციას.
კონფერენციის მიზანია წაახალისოს და ჩართოს სტუდენტები კვლევით საქმიანობაში, ხელი შეუწყოს კვლევითი და ანალიტიკური უნარებისა და ისეთი ტრანსფერული უნარების გამომუშავებას, როგორიცაა დამოუკიდებლად კვლევის განხორციელება, ფართო აუდიტორიის წინაშე გამოსვლა, საკუთარი მოხსენების წარდგენა და მოსაზრებების დაცვა.
კონფერენციაში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ სხვადასხვა მიმართულების საბაკალავრო, სამაგისტრო და სადოქტორო საფეხურის სტუდენტებს, რაც ხელს შეუწყობს სტუდენტების მიერ ახალი და საინტერესო იდეების გენერირებას, აზრებისა და გამოცდილების გაზიარებას.
კონფერენციაში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ, როგორც შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის სტუდენტებს, ასევე სხვა ავტორიზებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების სტუდენტებს.
მიიღება როგორც ინდივიდუალური, ასევე თანაავტორობით შესრულებული ნაშრომები (არაუმეტეს 2 თანაავტორისა): თანაავტორის არსებობის შემთხვევაში რეგისტრაციისას მიუთითეთ ორივე ავტორის სახელი და გვარი.
კონფერენციაზე წარმოდგენილი იქნება შემდეგი სექციები:
კონფერენციაში მონაწილეობის მიღების პირობები:
კონფერენციაში მონაწილეობის მსურველებს შეუძლიათ წარმოადგინონ აბსტრაქტები ინგლისურ ან ქართულ ენებზე, ქვემოთ მოყვანილი მოთხოვნების შესაბამისად:
სრული ნაშრომები ქართულ ან ინგლისურ ენაზე:
რეგისტრაციისა და სრული ნაშრომების ჩაბარების ვადა:
აბსტრაქტების ჩაბარების ბოლო ვადა: 7 ივნისი
აბსტრაქტი/სრული ნაშრომი გამოაგზავნეთ ელ-ფოსტაზე – conference@ibsu.edu.ge
სრული ნაშრომების ჩაბარების ბოლო ვადა: 15 ივლისი
კონფერენციის ყველა მონაწილეს გადაეცემა სერტიფიკატი, ხოლო ნაშრომები გამოქვეყნდება კონფერენციის მოხსენებათა კრებულში ელექტრონული სახით.
კონფერენციის ჩატარების თარიღი: 2024 წლის 28 ივნისი
კონფერენციის ჩატარების ადგილი: თბილისი, აღმაშენებლის ხეივანი მე-13 კმ, 2, B ბლოკი, III სართული, დიდი საკონფერენციო დარბაზი
კონფერენციის სამუშაო ენა: ქართული, ინგლისური.
კონფერენციაში მონაწილეობა უფასოა.
დასტურს კონფერენციაში მონაწილეობის შესახებ მიიღებთ მხოლოდ სრულყოფილად რეგისტრაციის (მათ შორის აბსტრაქტის წარმოდგენის) შემთხვევაში, არაუგვიანეს 14 ივნისისა.
თეა კბილცეცხლაშვილი | პრორექტორი კვლევით დარგში |
სალომე კუჭუხიძე | პრორექტორი განათლების დარგში |
დავით ცირამუა | სტუდენტთა და კურსდამთავრებულთა განვითარების დეპარტამენტის ხელმძღვანელი |
თამარ შიოშვილი | დეკანი, განათლების, ჰუმანიტარული და სოციალური მეცნიერებების სკოლა |
დარა აჰმედ | დეკანი, ბიზნესის სკოლა |
ირაკლი შამათავა | დეკანი, სამართლისა და სახელმწიფო მმართველობის სკოლა |
მარინა რაზმაძე | დეკანი, კომპიუტერული მეცნიერებისა და არქიტექტურის სკოლა |
გიორგი მახარაშვილი | დეკანი, მედიცინის სკოლა |
ნინი ჩალაბაშვილი | საერთაშორისო ურთიერთობების სამსახურის უფროსი |
ზვიად კირტავა | მედიცინის პროგრამის ხელმძღვანელი |
ნია თოდუა | მარკეტინგის პროგრამის ხელმძღვანელი |
მაკა ბუღულაშვილი | მენეჯმენტის პროგრამის ხელმძღვანელი |
მაია მელიქიძე | ფინანსების პროგრამის ხელმძღვანელი |
ნინო ტალიკაძე | საბუღალტრო აღრიცხვისა და აუდიტის პროგრამის ხელმძღვანელი |
აზერ დილანჩიევ | ეკონომიკის პროგრამის ხელმძღვანელი |
ეკა დევიძე | ტურიზმის პროგრამის ხელმძღვანელი |
მეთინ მერჯან | ფინანსების პროგრამის ხელმძღვანელი |
არიან მატინ | მარკეტინგის პროგრამის ხელმძღვანელი |
ნიკა ჩიტაძე ბაია ივანეიშვილი | საერთაშორისო ურთიერთობების პროგრამის ხელმძღვანელი |
მაია ჩქოტუა | ინგლისური ფილოლოგიის პროგრამის ხელმძღვანელი |
ქეთევან ქოქრაშვილი | სამართლის პროგრამის ხელმძღვანელი |
ეკა ფიფია | განათლების პროგრამის ხელმძღვანელი |
თამარ შიოშვილი, თეა ჭუმბურიძე | ამერიკისმცოდნეობის პროგრამის ხელმძღვანელი |
დალი ოსეფაშვილი | ციფრული მედია და კომუნიკაციის პროგრამის ხელმძღვანელი |
თამარ კაკუტია | საჯარო ადმინისტრირებისა და სახელმწიფო მმართველობის პროგრამის ხელმძღვანელი |
მაგდა მემანიშვილი | ჟურნალისტიკის პროგრამის ხელმძღვანელი |
თეა თოდუა, ნიკო აბზიანიძე | კომპიუტერული მეცნიერებების პროგრამის ხელმძღვანელი |
გიორგი წანაწყენიშვილი | არქიტექტურის პროგრამის ხელმძღვანელი |