საერთაშორისო აკრედიტაციის მქონე ორმაგი ხარისხის სამაგისტრო პროგრამა „მენეჯმენტი და ინფორმაციული ტექნოლოგიები“, მომავალ მაგისტრებს სთავაზობს უნიკალურ შესაძლებლობებს. ხსენებული საგანმანათლებლო პროგრამა შეიქმნა საერთაშორისო პარტნიორობის შედეგად ცვიკაუს გამოყენებით მეცნიერებათა უნივერსიტეტთან (გერმანია) და 4 პარტნიორ უნივერსიტეტთან აზიის და სამხრეთ კავკასიის ქვეყნებიდან. პარტნიორი უნივერსიტეტებია: შავი ზღვის სსაერთაშორისო უნივერსიტეტი (IBSU), ყაზახურ-ამერიკული თავისუფალი უნივერსიტეტი (KAFU), სომხეთის სახელმწიფო ეკონომიკური უნივერსიტეტი (ASUE), ყირგიზულ-გერმანული გამოყენებითი ინფორმატიკის ინსტიტუტი (INAI.KG).
აღნიშნული სასწავლო პროგრამა მიზნად ისახავს სტუდენტებისთვის თავიანთი პროფესიული კომპეტენციების კომპიუტერულ მეცნიერებებთან, ბიზნეს საინფორმაციო სისტემებთან, მენეჯმენტთან და ბიზნესის ადმინისტრირების ცოდნასთან დაკავშირების საშუალებას. ასევე სასწავლო პროგრამის მიზანია ხელი შეუწყოს სტუდენტებს ინტერკულტურული უნარების განვითარებაში. ამგვარად, პარტნიორი უნივერსიტეტები პასუხობენ გლობალიზაციისგან წარმოშობილ გამოწვევებს და აკმაყოფილებენ მზარდ გლობალურ მოთხოვნას საერთაშორისო გამოცდილებითა და ინტერკულტურული უნარებით აღჭურვილი, კარგად მომზადებული, მაღალკვალიფიციური კურსდამთავრებულების მომზადებით როგორც შიდა, ასევე საერთაშორისო შრომის ბაზრისათვის.
აღნიშნული პროგრამა აკრედიტებულია გერმანული სააკრედიტაციო სააგენტო ASIIN– ის მიერ და აღიარებულია განათლების ხარისხის განვითარების ცენტრის EQE -ს მიერ.
მენეჯმენტი და ინფორმაციული ტექნოლოგიების ორმაგი დიპლომის სამაგისტრო პროგრამაზე მიღება კონტროლირდება პარტნიორ უნივერსიტეტებს შორის გაფორმებული შეთანხმებით და მის შესაბამისად უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგი პირობები:
შენიშვნა: გასაუბრება ჩატარდება ონლაინ რეჟიმში კომისიის წევრებთან, რომლებიც წარმოდგენილნი იქნებიან შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტსა და ცვიკაუს გამოყენებით მეცნიერებათა უნივერსიტეტებიდან, ასევე 2 გარე დარგის ექსპერტი კომპიუტერული მეცნიერების, მენეჯმენტისა ან/და ბიზნეს ადმინისტრირების სფეროდან. გასაუბრების საკითხები შეეხება პროგრამის სასწავლო გეგმით განსაზღვრული საკითხების შესწავლისთვის საჭირო წინარე ცოდნის არსებობის შემოწმებას და მოიცავს კომპიუტერულ მეცნიერებას, საინფორმაციო ტექნოლოგიებს, მენეჯმენტს, ბიზნესის ადმინისტრირებას და მათთან დაკავშირებულ თემებს.
გაითვალისწინეთ!
განაცხადების წარდგენა დადგენილ ვადებში ხორციელდება სასწავლო პროცესის მართვის სამსახურში (ოთახის ნომერი A 115) ასევე ელ. ფოსტის მეშვეობით: study@ibsu.edu.ge
უცხო ქვეყნის მოქალაქეთა ჩარიცხვის პროცედურებისა და წარმოსადგენი დოკუმენტაციისათვის იხილეთ ბმული: www.iro.ibsu.edu.ge
ორმაგი დიპლომის პროგრამა საფუძვლიანად, პრაქტიკულ გამოცდილებაზე დაყრდნობით ამზადებს სტუდენტებს საერთაშორისო და
რეგიონულ/ადგილობრივ ეკონომიკაში მომავალი გამოწვევებისთვის. კურსდამთავრებულებს შეეძლებათ აიღონ პასუხისმგებლობა ეკონომიკის განვითარებაზე გლობალურ და რეგიონულ/ლოკალურ ეკონომიკაში. დღეს სულ უფრო გლობალურ და ციფრულ სამყაროში, ეს პროგრამა კურსდამთავრებულებს საშუალებას აძლევს იმუშაონ მენეჯმენტისა და კომპიუტერული მეცნიერების სფეროებში, ისევე როგორც მათ გადაკვეთაზე. პროფესიული საქმიანობის კონკრეტული სფეროების მაგალითებია საშუალო და მაღალი რანგის მენეჯმენტი, კერძოდ, IT პროექტების მენეჯმენტი ან ცვლილებების მართვა ციფრულ ბიზნეს მოდელებზე ტრანსფორმაციისას, რეგიონალური და საერთაშორისო კომპანიები, პროექტების მართვა (IT), საინფორმაციო ტექნოლოგიების განვითარების სტრატეგია, სტარტაპის დაფუძნება, პროგრამული უზრუნველყოფის განვითარება და ბიზნესის ანალიტიკა.
პროგრამის წარმატების დასრულების შემდეგ სტუდენტი იღებს 2 დიპლომს – შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტიდან (IBSU-საქართველო) და ცვიკაუს გამოყენებით მეცნიერებათა უნივერსიტეტიდან (WHZ-გერმანია).
სწავლების ენა: ინგლისური
პროგრამის ხანგრძლივობა: 2 წელი (120 ECTS)
ეროვნული სამაგისტრო გამოცდებით ჩარიცხულებისთვის: 8000 ლარი
ეროვნული სამაგისტრო გამოცდების გარეშე ჩარიცხულებისთვის: 9900 აშშ დოლარი
პროგრამის ხელმძღვანელი: ასოც. პროფ. დოქტორი მარინა რაზმაძე | mrazmadze@ibsu.edu.ge
ტელ: (+995 32) 2 800 064 (147)
ოთახი: A325