
შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტი 2023 წლის 16 ივნისს უმასპინძლებს რიგით მეორე საერთაშორისო მულტიდისციპლინარულ სტუდენტურ კონფერენციას.
კონფერენციის მიზანია ხელი შეუწყოს სტუდენტებში კვლევითი და ანალიტიკური უნარებისა და ისეთი ტრანსფერული უნარების გამომუშავებას, როგორიცაა ფართო აუდიტორიის წინაშე გამოსვლა, საკუთარი მოხსენების წარდგენა და მოსაზრებების დაცვა.
კონფერენციაში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ სხვადასხვა მიმართულების საბაკალავრო, სამაგისტრო და სადოქტორო საფეხურის სტუდენტებს, რაც ხელს შეუწყობს სტუდენტების მიერ ახალი და საინტერესო იდეების გენერირებას, აზრებისა და გამოცდილების გაზიარებას.
კონფერენციაში მონაწილების მიღება შეუძლიათ, როგორც შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის სტუდენტებს, ასევე სხვა ავტორიზებული უმაღალესი განათლების დაწესებულების სტუდენტებს.
კონფერენციაზე წარმოდგენილი იქნება შემდეგი სექციები:
- საერთაშორისო ურთიერთობები;
- ინგლისური ფილოლოგია;
- ბიზნესი (მარკეტინგი, მენეჯმენტი, ფინანსები, საბუღალტრო აღრიცხვა და აუდიტი);
- ეკონომიკა;
- ტურიზმი;
- სამართალი;
- განათლება;
- ამერიკისმცოდნეობა;
- ციფრული მედია და კომუნიკაცია;
- საჯარო ადმინისტრირება და სახელმწიფო მმართველობა;
- ჟურნალისტიკა;
- კომპიუტერული მეცნიერება;
- არქიტექტურა.
გაიდლაინები
კონფერენციაში მონაწილეობის მსურველებს შეუძლიათ წარმოადგინონ აბსტრაქტები ინგლისურ ან ქართულ ენებზე, ქვემოთ მოყვანილი მოთხოვნების შესაბამისად:
- არაუმეტეს 300 სიტყვისა;
- ინგლისური: MS Word (A4 ფორმატი, Times New Roman, შრიფტის ზომა 12);
- ქართული: MS Word (A4 ფორმატი, Sylfaen, შრიფტის ზომა 11);
- სათაური არაუმეტეს 15 სიტყვისა;
- დაურთეთ: ნაშრომის სათაური, ავტორ(ებ)ის სრული სახელი(ები), მიმართულება, ელექტრონული ფოსტის მისამართი(ები);
- საკვანძო სიტყვები – მინიმუმ 4.
- გრაფიკების რაოდენობა არ უნდა აღემატებოდეს ნაშრომის მოცულობის 20%ს
სრული ნაშრომები ინგლისურ ან ქართულ ენაზე:
- 3000-8000 სიტყვა, ცხრილებისა და მითითებების ჩათვლით;
- ინგლისური: MS Word (A4 ფორმატი, Times New Roman, შრიფტის ზომა 12);
- ქართული: MS Word (A4 ფორმატი, Sylfaen, შრიფტის ზომა 11);
- სათაური არაუმეტეს 15 სიტყვისა;
- აბსტრაქტები;
- ყველა ნაშრომი უნდა შეიცავდეს: შესავალს, ლიტერატურის მიმოხილვას, მეთოდოლოგიას, დასკვნებს/შედეგებს;
- გამოყენებული ლიტერატურის სია;
- ყველა ნაშრომი უნდა შეესაბამებოდეს ციტირებისა და დამოწმებების APA6 სტანდარტებს;
- ქართული ნაშრომები უნდა შეიცავდეს ინგლისურენოვან აბსტრაქტებს.
აბსტრაქტების ჩაბარების ბოლო ვადა: 6 ივნისი
სრული ნაშრომების ჩაბარების ბოლო ვადა: 30 ივნისი
კონფერენციის კრებული გამოქვეყნდება ელექტრონული სახით
კონფერენციის სამუშაო ენებია: ქართული, ინგლისური.
კონფერენციაში მონაწილეობა უფასოა.