პროგრამის აღწერა
საგანმანათლებლო პროგრამის მიზანია მისცეს სტუდენტს განათლების ადმინისტრირების ღრმა ცოდნა და განათლების ადმინისტრირების მაგისტრის სათანადო კვალიფიკაცია, რათა ისინი გახდნენ ნამდვილი ლიდერები ამ სფეროში და თანამდროვე მოთხოვნების შესაბამისი განათლების ადმინისტრატორები, რომლებიც დაეხმარებიან საკუთარ ქვეყანაში განათლების დონის ამაღლებას, რათა ხელი შეუწყონ ქვეყნის უკეთეს განვითარებას; მოამზადოს განათლების ადმინისტრატორი როგორც ზოგადპედაგოგიურ და ფსიქოლოგიურ ასპექტებში, ისე განათლების ადმინისტრირების კერძო საკითხებში, ისეთებში, როგორიცაა ლიდერობა განათლებაში და სხვადასხვა ქვეყნების გამოცდილება განათლების სისტემის მართვაში; სტუდენტებს ჩამოუყალიბდეთ არამარტო სათანადო ცოდნა და უნარები, რომლებიც დაეხმარებათ მათ საკუთარ ქვეყანაში ან მის საზღვრებს გარეთ დასაქმებაში, არამედ ავტონომიურობა – საკუთარი ცოდნის გაღრმავების მიზნით სწავლის შემდგომ საფეხურზე (დოქტორანტურაში) და დამოუკიდებლად გაგრძელების უნარი. ღირებულებათა შორის, რომლებიც ჩამოუყალიბდებათ კურსდამთავრებულებს, მნიშვნელოვანია ქონდეს განათლების ადმინისტრირების სფეროს კვლევისა და პრაქტიკული მუშაობის მიმართ ღრმა ინტერესი და ჰუმანისტური და სტუდენტზე ორიენტირებული პედაგოგიკის პრინციპებისადმი პატივისცემა.
დასაქმების სფერო
ადმინისტრაციული მუშაკი განათლების სფეროში (სახელმწიფო სტრუქტურები, დაკავშირებული განათლების ადმინისტრირებასთან, სასწავლებლები, განათლების საკითხებთან დავავშირებული არასამთავრობო ორგანიზაციები). განათლებასთან დაკავშირებული სასწავლო კურსების ლექტორი, საგნობრივი მასწავლებელი. ასევე, შეუძლია გააგრძელოს სწავლა დოქტორანტურაში.
დაშვების წინაპირობა
საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, სამაგისტრო პროგრამის სტუდენტი შეიძლება გახდეს ბაკალავრის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხის მქონე პირი.
საქართველოს მოქალაქეებმა უნდა წარმატებით ჩააბარონ ერთიანი ეროვნული სამაგისტრო გამოცდა, ხოლო უცხოელი სტუდნეტების ჩარიცხვა ხდება კანონმდებლობით განსაზღვრული წესის მიხედვით. გარდა ამისა, პროგრამაზე სწავლის მსურველმა უნდა ჩააბაროს შიდა საუნივერსიტეტო გამოცდები. ინგლისურენოვანი პროგრამების კურსდამთვარებულები აბარებენ გამოცდას სპეციალობაში, ხოლო დანარჩენები – სპეციალობის გარდა აბარებენ გამოდას ინგლისურც ენაში, რომელიც შეესაბამება B2 დონეს (თუ მათ არ გააჩნიათ შესაბამისი საერთაშორისო სერტიფიკატი ((TOEFL IBT,IELTS, FCE, CAE, CERTUS))
შენიშვნა: უცხო ქვეყნის მოქალაქეების ჩარიცხვა ხორციელდება საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ დადგენილი წესით (დეტალური ინფორმაცია იხილეთ შემდეგ ბმულზე https://iro.ibsu.edu.ge/en/page/admissions).
სწავლის საფასური
საქართველოს მოქალაქეებისთვის: 3540 ლარი
საერთაშორისო სტუდენტებისთვის: 9900 ლარი
შეღავათები
თუ უკვე მოიპოვე შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტში მაგისტრატურაზე სწავლის გაგრძელების უფლება, სამაგისტრო და სადოქტრო სკოლის მიერ განსაზღვრული რეგისტრაციის პერიოდში ჩარიცხვის შემთხვევაში, 20%-იანი ფასდაკლებით ისარგებლებ. ამ გრანტზე არ ვრცელდება გრანტის შენარჩუნების პირობა.
უკრაინის მოქალაქეებისთვის
უკრაინის მოქალაქე, რომელიც ჩაირიცხება უნივერსიტეტის ნებისმიერ საგანმანათლებლო პროგრამაზე (სამივე საფეხურზე), სწავლის საფასურის შეღავათის სახით მიიღებს 50%-იან შეღავათს, პროგრამით განსაზღვრული სწავლის პერიოდში. (ბაკალავრიატზე – 4 წელი, მაგისტრატურაზე – 2 წელი, დოქტორანტურაზე – 3 წელი).
შეღავათი შეეხება:
ა) სტუდენტებს, ვინც 2022 – 2023 წლიდან ჩაირიცხება;
ბ) სტატუს აღიდგენილებს:
გ) მობილობით გადმოსულს.
სტატუსის აღდგენისა და მობილობის წესით გადმოსვლის შემთხვევაში, შეღავათს გამოიყენებს უნივერსიტეტის შიდა გრანტის გამოყენების წესის მიხედვით (სემესტრში 30 კრედიტი, პროგრამით განსაზღვრული დარჩენილი პერიოდი).
მისანიჭებელი კვალიფიკაცია: განათლების მაგისტრი განათლების ადმინისტრირებაში
სწავლების ენა: ინგლისური
ხანგრძლივობა და კრედიტები: 2 წელი, 120 ECTS
საკონტაქტო ინფორმაცია
- სამაგისტრო და სადოქტორო სკოლა
- ელ-ფოსტა: graduateschool@ibsu.edu.ge
- ტელ: (+995 32) 2595005/06/07 (151)
- პროგრამის ხელმძღვანელი: პროფესორი, დოქტორი ეკატერინე ფიფია