პროგრამის მიზანი
პროგრამის მიზანია მოამზადოს მაღალი კვალიფიკაციის მქონე აკადემიური პერსონალი – განათლების ლიდერები, რომელიც ჩართულია განათლების დარგის ან/და ინგლისური ენის სწავლების სასწავლო კურსების წაკითხვაში, კვლევით და ადმინისტრაციულ სამუშაოში, რომლებსაც გათვითცნობიერებული აქვთ განათლების თეორიები და პრაქტიკა, შეუძლიათ შესწავლილი თეორიების პრაქტიკულად გამოყენება, კრიტიკული ანალიზი და მათზე დაყრდნობით, განათლებაში სიახლეების დანერგვა, პრობლემების გადაჭრა, კოლეგებთან და საზოგადოებასთან ურთიერთობა განათლების თემატიკაზე, სტუდენტების სწავლება და მათი ცოდნის შეფასება თანამედროვე მეთოდებზე დაყრდნობით.
წარმოდგენილი მიზანი მოიცავს შემდეგ ამოცანებს:
კურსდამთავრებულებს აქვთ:
- განათლების თეორიებისა და პრაქტიკის ცოდნა-გააზრება, ასევე უნარი პრაქტიკულად გამოიყენონ შესწავლილი თეორიები იმისათვის, რომ გადაჭრან პრობლემები, კოლეგებთან და უფრო ფართო საზოგადოებასთან მოახდინონ კომუნიკაცია განათლების საკითხებზე, მიაწოდონ სტუდენტებს ცოდნა და შეაფასონ ის თანამედროვე მეთოდების გამოყენებით;
- კვლევის უნარები, მათ შორის შესწავლილი თეორიების კრიტიკული ანალიზის უნარი, კვლევაში მონაწილეობის უნარი, პროფესიულ განვითარებაში მონაწილეობის უნარი, ასევე უნარი უხელმძღვანელონ სხვების კვლევას უახლესი მეთოდების გამოყენებით;
- სტუდენტზე-ორიენტირებული და ჰუმანისტური პლატფორმა დიდაქტიკაში და განათლების ფსიქოლოგიაში;
- უნარი განახორციელონ მეცნიერულად-დაფუძნებული ინოვაცია და გაიზიარონ მის შესახებ ცოდნა საგანმანათლებლო და უფრო ფართო საზოგადოებაში.
დასაქმების სფერო:
კურსდამთავრებულებს შეუძლიათ იმუშაონ სამთავრობო და არასამთავრობო საგანმანათლებლო დაწესებულებებში და იყვნენ მკვლევარები განათლების მეცნიერებებში. ასევე, მათ შეუძლიათ იმუშაონ უმაღლესი განათლების დაწესებულებაში ლექტორად ან/და ადმინისტრაციულ პირად.
დაშვების წინაპირობა
- საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით პროგრამის კანდიდატს უნდა ჰქონდეს მაგისტრის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი. პროგრამის მოთხოვნაა, რომ, პროგრამისთვის აუცილებელი ფონური ცოდნის უზრუნველყოფის მიზნით, ბაკალავრის ან მაგისტრის აკადემიური ხარისხი იყოს მოპოვებული განათლების, ფსიქოლოგიის, ან ინგლისური ფილოლოგიის დარგში ანდა ფლობდეს მასწავლებლის მომზადების ერთწლიანი 60-კრედიტიანი პროგრამის სერტიფიკატს.
- კანდიდატს უნდა ჰქონდეს გამოქვეყნებული ერთი სტატია (საკონფერენციო მასალების ჩათვლით) პროგრამის სფეროში.
- კანდიდატისთვის აუცილებელია მინიმუმ ერთწლიანი პედაგოგიური გამოცდილება ან განათლების სფეროში მუშაობის გამოცდილება.
- საუნივერსიტეტო წესის მიხედვით, სადოქტორო პროგრამაზე სწავლის კანდიდატი უნდა ფლობდეს ინგლისურ ენას C1დონეზე, რომელიც დადასტურებულია ერთ-ერთი საერთაშორისო სერტიფიკატით ან ინგლისურენოვან სამაგისტრო პროგრამაზე სწავლით. კანდიდატს შეუძლია ჩააბაროს შესაბამისი დონის გამოცდა შზსუ-ში.
- ასევე საუნივერსიტეტო წესის მიხედვით, სადოქტორო პროგრამაზე სწავლის კანდიდატებმა უნდა წარადგინონ კვლევის გეგმის მონახაზი, რომლის პროგრამის მოთხოვნებთან შესაბამისობას ქვემოთ მოტანილი რუბრიკის მიხედვით ადასტურებს დარგობრივი სადისერტაციო საბჭოს სულ ცოტა 3 წავრებისგან შედგენილი კომისია და ინტერვიუ / ზეპირი პრეზენტაცია ამავე კომისიის წინაშე. ჯგუფში სტუდენტთა დასაშვები რაოდენობაა არაუმეტეს 12.
უცხო ქვეყნის მოქალაქეთათვის იხილეთ ბმული: www.iro.ibsu.edu.ge
სწავლის საფასური
საქართველოს მოქალაქეებისთვის: 3540 ლარი
სწავლის საფასური უცხო ქვეყნის მოქალაქეთათვის: 9900 ლარი
თუ ხარ IBSU–ს დოქტორანტი, სადოქტორო პროგრამაზე ისწავლი უფასოდ, თუ წარმოადგენს ერთ-ერთ შემდეგ სერტიფიკატს:
- IELTS-ის მინიმალური ქულა 7,5, CAE, CPE – ამერიკისმცოდნეობის სადოქტორო და განათლების მეცნიერებების სადოქტორო პროგრამებისათვის;
სპეციალური მოთხოვნა
ზემოაღნიშნული სერტიფიკატებიდან რომელიმეს ფლობის შემთხვევაში, საჭირო დოკუმენტაციასთან ერთად უნდა მიმართო უნივერსიტეტის სასწავლო პროცესის მართვის სამსახურს. იმ შემთხვევაში, თუ რეგისტრაციის კვირის ბოლომდე არ წარადგენ სასურველ განაცხადს, ავტომატურად კარგავ შესაბამისი სემესტრში შეღავათით სარგებლობის უფლებას.
_________________________________________________________________________________________________________
მისანიჭებელი ხარისხი: განათლების მეცნიერებების დოქტორი
სწავლების ენა: ინგლისური
ხანგრძლივობა და კრედიტები: 3 წელი, 60 ECTS
საკონტაქტო ინფორმაცია
პროგრამის ხელმძღვანელი: პროფესორი, დოქტორი ეკატერინე ფიფია
სამაგისტრო და სადოქტორო სკოლა
ელ-ფოსტა: graduateschool@ibsu.edu.ge
ტელ: (+995 32) 2595006(151)