ჟურნალისტიკა - შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტი
[edgt_separator type='full-width' position='center' border_style='solid' color='#ebebeb' width='' thickness='1' top_margin='10' bottom_margin='21' ]
Top
Image Alt

ჟურნალისტიკა

სოციალურ, ჰუმანიტარულ და განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტი

პროგრამის აღწერა

ჟურნალისტიკის საბაკალავრო პროგრამის მიზანია, მოამზადოს თანამედროვე ჟურნალისტური უნარ-ჩვევებისა და ეთიკური ღირებულებების მქონე პრაქტიკოსი ჟურნალისტი, რომელიც შეძლებს მედიაბაზარზე, არსებული კონკურენციის პირობებში, თავის დამკვიდრებას და ამ გზით წვლილს შეიტანს სამოქალაქო საზოგადოების განვითარებასა და, ზოგადად, დემოკრატიული საზოგადოების ფორმირების საქმეში. კერძოდ, პროგრამა  სტუდენტს აძლევს ცოდნას ობიექტური, მიუკერძოებელი და დაბალანსებული მედიის მუშაობის პროფესიული სტანდარტების შესახებ; აღჭურავს სტუდენტი ისეთი პროფესიული უნარ-ჩვევებით, რომელიც თვითგანვითარებისა და სიცოცხლის მანძილზე სწავლის პროცესში დაეხმარება;  უყალიბებს სტუდენტს აკადემიური პატიოსნებას, სამოქალაქო პოზიციას, პროფესიულ და პიროვნულ პასუხისმგებლობას; გამოუმუშავებს სტუდენტს  ისეთი ზოგად და დარგობრივ კომპეტენციებს, რომლებიც მას წარმატებით დასაქმების, პრაქტიკული საქმიანობისათვის მზადყოფნის და სწავლის შემდგომ საფეხურზე გაგრძელების საშუალებას მისცემს.

პროგრამაზე ჩარიცხვის წესი

პროგრამაზე სტუდენტი დაიშვება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით. ბაკალავრიატის საგანმანათლებლო პროგრამაზე სწავლის უფლება აქვს სრული ზოგადი განათლების მქონე პირს. პროგრამაზე მიღების წინაპირობაა ერთიანი ეროვნული გამოცდების ჩაბარება. ერთიან ეროვნულ გამოცდებზე არჩევით საგნად აბიტურიენტმა უნდა ჩააბაროს ერთ-ერთი შემდეგი ჩამონათვალიდან: ისტორია, ლიტერატურა, სამოქალაქო განათლება, გეოგრაფია, მათემატიკა. უცხო ქვეყნის მოქალაქეების ჩარიცხვა ხდება კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად, ერთიანი ეროვნული გამოცდების გარეშე.

საქართველოს მოქალაქეები ჩაირიცხებიან IBSU-ს საბაკალავრო პროგრამაზე, თუ მათ წარმატებით აქვთ ჩაბარებული ერთიანი ეროვნული გამოცდები (დეტალური ინფორმაცია იხილეთ შემდეგ ბმულზე www.naec.ge).

საერთაშორისო აპლიკანტების ჩარიცხვა ხორციელდება საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მიერ დადგენილი წესით (დეტალური ინფორმაცია იხილეთ შემდეგ ბმულზე www.iro.ibsu.edu.ge/en/page/admissions).

მობილობის წესით ჩარიცხვა ხორციელდება წელიწადში ორჯერ. შიდა მობილობა ხორციელდება უნივერსიტეტის რექტორის ბრძანებით განსაზღვრულ ვადებში (დეტალური ინფორმაცია იხილეთ შემდეგ ბმულზე www.ibsu.edu.ge). გარე მობილობა ხორციელდება სსიპ – განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ (დეტალური ინფორმაცია იხილეთ შემდეგ ბმულზე: www.eqe.ge).

დასაქმების სფერო

კურსდამთავრებულის პროფესიული საქმიანობის სფეროა:
– სამაუწყებლო (რადიო და ტელევიზია) კომპანიები;
– ბეჭდური და ონლაინ მედია კომპანიები (ვებპორტალები);
– მედიაჰოლდინგები;
– საინფორმაციო სააგენტოები;
– სახელმწიფო და არასამთავრობო ორგანიზაციებისა და ბიზნეს კომპანიების პრესსამსახურები;
– საჯარო სამსახურის სტრუქტურები;
– კონსალტინგური და სარეკლამო კომპანიები;
– სარეკლამო კომპანიები
და სხვა ნებისმიერი ორგანიზაციები, სადაც საჭიროა ჟურნალისტის კვალიფიკაციის მქონე კადრი.

კურსდამთავრებულს ასევე შეუძლია გააგრძელოს სწავლა უმაღლესი განათლების შემდეგ საფეხურზე – მაგისტრატურაში, კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნების შესაბამისად.

სწავლის საფასური

საქართველოს მოქალაქეებისათვის : 2940 ლარი
უცხო ქვეყნის მოქალაქეებისათვის : 9900 ლარი
ინფორმაცია სწავლის დაფინანსებაზე, სტიპენდიებზე და შეღავათებზე: www.ibsu.edu.ge/ge/internal-grants/


აკრედიტაცია

საგანმანათლებლო პროგრამების აკრედიტაციის საბჭოს №34  გადაწყვეტილების მიხედვით პროგრამა აკრედიტირებულია  29/01/2026 წლამდე.

მისანიჭებელი კვალიფიკაცია : ჟურნალისტიკის ბაკალავრი
სწავლების ენა : ქართული

საკონტაქტო ინფორმაცია

ელ-ფოსტა: sseduhum@ibsu.edu.ge
ტელეფონი: +995 32 2595006 (206)
ოთახი:  # A 304
მისამართი: N2, დავით აღმაშენებლის ხეივანი, მე-13კმ, 0130, თბილისი, საქართველო