[edgt_separator type='full-width' position='center' border_style='solid' color='#ebebeb' width='' thickness='1' top_margin='10' bottom_margin='21' ]
Image Alt

საჯარო ადმინისტრირება და სახელმწიფო მმართველობა

სოციალურ, ჰუმანიტარულ მეცნიერებათა და განათლების ფაკულტეტი

პროგრამის აღწერა

საჯარო ადმინისტრირებისა და სახელმწიფო მმართველობის საბაკალავრო პროგრამის მიზანია მისცეს სტუდენტებს თანამედროვე ცოდნა და სათანადო კვალიფიკაცია სხვადასხვა სახელმწიფო სტრუქტურის ფუნქციონირების სფეროში.

პროგრამის მიზანია, მოვამზადოთ კვალიფიციური საჯარო მოხელეები სხვადასხვა შესაბამისი სახელმწიფო და კერძო სტრუქტურებისთვის, ზემოაღნიშნული ინსტიტუტების მომავალი ხელმძღვანელები თანამედროვე გარემოში ეფექტური და წარმატებული საქმიანობისათვის, რათა მათ გააჩნდეთ ის ცოდნა და უნარ-ჩვევები, რომლის მეშვეობითაც ისინი შეძლებენ წარმატებით გადალახონ მათ წინაშე არსებული სირთულეები, ჩააბარონ შესაბამისი საკვალიფიკაციო გამოცდები.

სწავლის პროცესში, განსაკუთრებით დიდი ყურადღება ეთმობა საჯარო ადმინისტრირების სფეროში არსებული თეორიული და პრაქტიკული საკითხების შესწავლას, სამთავრობო ინსტიტუტების საქმიანობის შესწავლას, საქართველოსა და საზღვარგარეთის ქვეყნებში შესაბამის სფეროში არსებული კანონმდებლობის დეტალურ ანალიზს, სხვადასხვა სახელმწიფო სტრუქტურის ფუნქციებს და ა.შ. ასევე, საჯარო მმართველობასთან დაკავშირებული ისტორიული, სამართლებრივი, პოლიტიკური, ეკონომიკური, ფსიქოლოგიური და სხვა ასპექტების დეტალურ ანალიზს. აღნიშნულ სფეროში საქმიანობა სტუდენტებს საშუალებას აძლევს, ჩამოყალიბდნენ თანამედროვე საჯარო მოხელეებად.

პროგრამა შესაძლებლობას აძლევს სტუდენტს განავითაროს სოციალურ, ეთიკურ და მორალურ ფასეულობათა პატივისცემა, გადაწყვეტილების მიღების და კომუნიკაციის უნარები,  პროფესიული კარიერისათვის აუცილებელი ცოდნა და უნარ-ჩვევები.

მიღება

საბაკალავრო პროგრამაზე სტუდენტის ჩარიცხვა ხდება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით. სტუდენტად მიიღება ნებისმიერი მსურველი, რომლსაც აქვს სრული ზოგადი განათლების დამადასტურებელი სახელმწიფო სერტიფიკატი, წარმატებით ჩააბარა ერთიანი ეროვნული გამოცდები და მოიპოვა უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში სწავლის გაგრძელების უფლება, ერთ-ერთი ჩასაბარებელი სავალდებულო საგანია: ისტორია.

უცხო ქვეყნის მოქალაქეთა მიღება წარმოებს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ერთიანი ეროვნული გამოცდების გარეშე.

საქართველოს მოქალაქეები ჩაირიცხებიან შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის საბაკალავრო პროგრამაზე, თუ მათ წარმატებით აქვთ ჩაბარებული ერთიანი ეროვნული გამოცდები (დეტალური ინფორმაცია იხილეთ შემდეგ ბმულებზე www.abiturienti.ibsu.edu.ge და www.naec.ge).

საერთაშორისო აპლიკანტების ჩარიცხვა ხორციელდება საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მიერ დადგენილი წესით (დეტალური ინფორმაცია იხილეთ შემდეგ ბმულზე www.iro.ibsu.edu.ge/en/page/admissions).

მობილობის წესით ჩარიცხვა ხორციელდება წელიწადში ორჯერ. შიდა მობილობა ხორციელდება უნივერსიტეტის რექტორის ბრძანებით განსაზღვრულ ვადებში (დეტალური ინფორმაცია იხილეთ შემდეგ ბმულზე www.ibsu.edu.ge). გარე მობილობა ხორციელდება სსიპ – განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ (დეტალური ინფორმაცია იხილეთ შემდეგ ბმულზე: www.eqe.ge).

კარიერული შესაძლებლობები

საჯარო ადმინისტრირებისა და სახელმწიფო მმართველობის საბაკალავრო პროგრამის დასრულების შემდეგ კურსდამთავრებულთა დასაქმების ყველაზე რელევანტურ სფეროდ სახელმწიფო სექტორი მოიაზრება. კერძოდ, სახელმწიფო უწყებები ცენტრალურ თუ ადგილობრივ დონეზე, მათ შორის, აღმასრულებელი და საკონმდებლო სახელისუფლებო შტოების ადმინისტრაციული რგოლები. რადგან პროგრამა სტუდენტებს აწვდის არამხოლოდ დარგისთვის სპეციფიკურ კონკრეტულ ცოდნას, არამედ  ყურადღებას ამახვილებს მართვის ისეთ უნივერსალურ საკითხებზე, როგორიცაა მენეჯმენტი, ორგანიზაციული ქცევა, პროექტის მენეჯმენტი, ბიუჯეტირება და სხვა., პროგრამის კურსდამთავრებულების დასაქმების არეალად მოიაზრება არამხოლოდ საჯარო და არასამთავრობო სექტორი არამედ  საერთაშორისო ორგანიზაციები თუ  კერძო კომპანიები.


მისანიჭეებელი კვალიფიკაცია: საჯარო მმართველობის ბაკალავრის აკადემიური ხარისხი

სწავლების ენა: ქართული

სწავლის საფასური : 3540 ₾

ინფორმაცია სტიპენდიებისა და ფასდაკლებების შესახებ: www.ibsu.edu.ge/ge/internal-grants/

საკონტაქტო ინფორმაცია

ელ-ფოსტა: tkakutia@ibsu.edu.ge, kmarkozashvili@ibsu.edu.ge
ტელ: +995 32 2595006 (165)
მისამართი: N2, დავით აღმაშენებლის ხეივანი მე-13კმ, 0130 თბილისი, საქართველო
ოთახი: # 307