[edgt_separator type='full-width' position='center' border_style='solid' color='#ebebeb' width='' thickness='1' top_margin='10' bottom_margin='21' ]
Top
Image Alt

ტრენინგ კურსები შზსუ-ს აკადემიური პერსონალისთვის

განათლების, ჰუმანიტარული და სოციალური მეცნიერებების სკოლა

შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის აკადემიური პერსონალისთვის ტარდება ტრენინგ კურსები. ლექტორთა ხმათა უმრავლესობით შეირჩა სამი თემა: „თვით-განვითარება“ (Self-Development), „წყვილში და ჯგუფში მუშაობა“(Organizing Pair and Group Work)  და „ინტერაქტირუი ლექცია“(Interactive Lecture). ტრენინგი ტარდება ინგლისურ ენაზე და მისი ხანგრძლივობაა 1,5 – 2 საათი. ტრენინგ კურსების მიზანია ხელი შეუწყოს შზსუ-ს აკადემიურ  თანამშრომლებს კვალიფიკაციის ამაღლებასა და პროფესიულ განვითარებას. რეგისტრაცია მიმდინარეობს წინასწარ, მსურველს შეუძლია დაესწროს სამივე ტრენინგს. დასრულების შემდეგ მონაწილეს გადაეცემა დასწრების სერტიფიკატი.

ამა წლის 5 ივნისს შზსუ-ს პრორექტორმა განათლების დარგში პროფ. დოქტ. ნათელა დოღონაძემ ჩაატარა პირველი ტრენინგი თემაზე:„თვით-განვითარება“, რომელსაც ესწრებოდა უნივერსიტეტის აკადემიური და ადმინისტრაციული პერსონალის 24 თანამშრომელი, შეხვედრამ ჩაიარა ძალიან ნაყოფიერად. ტრენინგი ატარებდა ინტერაქტიურ ხასიათს, სადაც ლექტორები აქტიურად იყვნენ ჩართულნი ტრენინგის პროცესში.

შეგახსენებთ, რომ მომდევნო ტრენინგ კურსები თემაზე„წყვილში და ჯგუფში მუშაობა“ჩატარდება განათლებისა და ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის პროფ. დოქტ. ეკატერინე ფიფიას მიერ სამშაბათს, 16 ივნისს 3 საათზე (ადმინისტრაციული შენობა, მე-2 სართული, ოთახი #214), რაც შეეხება „ინტერაქტირუი ლექცია“,მასჩაატარებს ამავე ფაკულტეტის ასოცირებული პროფესორი ნიკოლოზ ფარჯანაძე, პარასკევს, 19 ივნისს 3 საათზე (ადმინისტრაციული შენობა, მე-2 სართული, ოთახი #214).