[edgt_separator type='full-width' position='center' border_style='solid' color='#ebebeb' width='' thickness='1' top_margin='10' bottom_margin='21' ]
Top
Image Alt

სიახლეები

ბულგარეთის დიპლომატიური ინსტიტუტის სემინარი იბსუ-ში

17.11.2021

შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობების პროგრამამ ბულგარეთის დიპლომატიური ინსტიტუტის სემინარს უმასპინძლა, თემაზე: „ენერგო და კლიმატის დიპლომატია, ენერგო ეფექტურობა და ენერგო მენეჯმენტი“. პროექტი ხორციელდება გაეროსა და ბულგარეთის განვითარების ფონდის მხარდაჭერით.

სემინარზე განიხილეს ისეთი აქტუალური საკითხები, როგორიცაა კლიმატის ცვლილების გეოპოლიტიკა, წრიული ეკონომიკა და ევროკავშირის ენერგო პოლიტიკა. მოწვეულ ექსპერტებსა და დამსწრე აუდიტორიას შორის გაიმართა დისკუსიაც.

პროექტის მიზანია, მონაწილეების ცოდნის ამაღლება ენერგეტიკისა და მდგრადი განვითარების საკითხებზე.