სტუდენტური პროექტი „სოციალური მეცნიერებები დამწყებთათვის“ დაბრუნდა - შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტი
[edgt_separator type='full-width' position='center' border_style='solid' color='#ebebeb' width='' thickness='1' top_margin='10' bottom_margin='21' ]
Top
Image Alt

სიახლეები

სტუდენტური პროექტი „სოციალური მეცნიერებები დამწყებთათვის“ დაბრუნდა

შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის სტუდენტური პროექტი „სოციალური მეცნიერებები დამწყებთათვის“ დაბრუნდა.

18-19 დეკემბერს, შავი ზღვის საერთაშოირსო უნივერსიტეტის კამპუსში X-XII კლასის მოსწავლეებს შესაძლებლობა ექნებათ პროექტში ჩაერთონ, დაესწრონ ტრენინგებს და გაიგონ  მეტი საჯარო ადმინისტრირების, სახელმწიფო მმართველობისა და ეკონომიკის მიმართულებების შესახებ.

ტრენინგს გახსნის  სამოტივაციო სპიკერი და ქოუჩი კახი ლობჟანიძე, საჯარო ადმინისტრირების, სახელმწიფო მმართველობისა და ეკონომიკის მიმართულებების შესახებ ჯგუფებში იმუშავებენ სფეროს სპეციალისტები გუჯა მაკალათია, ვახტანგ ჟვანია და ნოდარ სირბილაძე.

ტრენინგში მონაწილეებს შესაძლებლობა ექნებათ, გაიღრმავონ მიღებული ცოდნა სხვადასხვა პრაქტიკული აქტივობების საშუალებით.

ორდღიანი ტრენინგის მიმდინარეობის დრო – 12:00-18:00 სთ. პროექტში მონაწილეობა უფასოა, საჭიროა რეგისტრაციის გავლა ლინკზე https://cutt.ly/PYxWqGV. ადგილები შეზღუდულია. ტრენინგი ჩატარდება რეგულაციების სრული დაცვით.

პროექტის თითოეული მონაწილე შავი ზღვის უნივერსიტეტისგან მიიღებს სერტიფიკატს, რომელიც მათ მიანიჭებს 10%-იან გრანტს, უნივერსიტეტში ჩაბარების შემთხვევაში.