[edgt_separator type='full-width' position='center' border_style='solid' color='#ebebeb' width='' thickness='1' top_margin='10' bottom_margin='21' ]
Top
Image Alt

სიახლეები

ახალი სამაგისტრო პროგრამის შესახებ საინფორმაციო ონლაინ შეხვედრა გაიმართა

31.08.2021

შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის “ციფრული მედიისა და კომუნიკაციის” ახალი სამაგისტრო პროგრამის შესახებ საინფორმაციო ონლაინ შეხვედრა გაიმართა.  პროგარმის ხელმძღვანელმა პროფესორმა დალი ოსეფაშვილმა დაინტერესებულ ახალგაზრდებს აშშ-ს საელჩოს „მედიაგანათლების მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში მომზადებული ახალი პროგრამა გააცნო.

როგორც შეხვედრაზე პროფ.დალი ოსეფაშვილმა აღნიშნა, პროგრამამ უკვე მიიღო სრული ოთხწლიანი აკრედიტაცია და დაწყებულია მაგისტრანტობის მსურველთა რეგისტრაცია. სწავლის საფასურია 3750 ლარი, თუმცა უნივერსიტეტის ადმინისტრაციის გადაწყვეტილებით, პროგრამის პირველი ნაკადისთვის წელს სწავლის საფასური იქნება 2500 ლარი. დამატებითი ინფორმაცია პროგრამაზე და მისაღებ პროცედურებზე შეგიძლიათ იხილეთ აქ. 

შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის „ციფრული მედიისა და კომუნიკაციის“ სამაგისტრო პროგრამა, უნიკალურია ქართულ საუნივერსიტეტო სივრცეში. ეს არის პირველი მცდელობა სამაგისტრო საფეხურზე ციფრული მედიისა და ციფრული კომუნიკაციების სწავლების. მისი კომპეტენციები რელევანტურია არა მხოლოდ ადგილობრივი, არამედ საერთაშორისო ბაზრისთვის.

პროგრამის მიზანია მოამზადოს სწრაფად ცვალებად ციფრულ გარემოში თანამედროვე მედიაინდუსტრიის შესაბამისი კვალიფიციური სპეციალისტები, რომლებიც გარდა თეორიული ცოდნისა, ფლობენ პრაქტიკულ უნარ-ჩვევებს; ვიზუალური ამბის თხრობის ხერხებსა თუ ფორმებს; სხვადასხვა პლატფორმების მომზადებისა და მულტიმედია მასალების შექმნის უნარს; სოციალურ მედიაში პიარ კამპანიების დაგეგვის უნარს; კვლევის წარმოებისა და სოციალური მედიის ანალიტიკის უნარს; მონაცემთა დამუშავებისა და მათი ვიზუალიზაციის უნარს და ა.შ.

სამაგისტრო პროგრამა შექმნილია ნებისმიერი სპეციალობის ადამიანებისთვის, ვისაც სურს ციფრული მედიისა და კომუნიკაციის სფეროს სიღრმისეულად შესწავლა. განკუთვნილია როგორც მათთვის, ვინც საბაკალავრო საფეხურზე სწავლობდა ჟურნალისტიკას/მასობრივ კომუნიკაციას, ისევე მათთვისაც, ვინც გადაწყვეტს მაგისტრატურის საგანმანათლებლო საფეხურზე სპეციალობის შეცვლასა და ახალი პროფესიის დაუფლებას.

კურსდამთავრებულებს შეეძლებათ დასაქმება, როგორც ონლაინმედიაში, ასევე ტრადიციულ მედიაორგანიზაციებში (ტელევიზია, გაზეთი, ჟურნალი, საინფორმაციო სააგენტო); საჯარო, კერძო თუ არასამთავრობო ორგანიზაციების საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურებში, მულტიმედიაჟურნალისტებად, პროდიუსერებად, სოციალური მედიის მენეჯერებად და ა.შ.