Image Alt

Spark-ი შავი ზღვის საერთაშორისო უნივერიტეტთან ერთად აქსელერაციის პროგრამას იწყებს.

თბილისის ბიზნესაქსელერატორი Spark-ი შავი ზღვის საერთაშორისო უნივერიტეტთან ერთად აქსელერაციის პროგრამას იწყებს.

პროგრამა გულისხმობს ბიზნესის ადმინისტირების მიმართულების სტუდენტების მენტორინგს სამეწარემო საქმიანობაში, მათ შორის კონსულტაციის გაწევას, ფინანსური ანგარიშგებების, საგადასახადო კანონმდებლობისა და ადამიანური რესურსების მართვასთან დაკავშირებულ იურიდიულ და ბრენდის პოზიციონირების საკითხებზე.

პრეაქსელერეციის პროგრამა სხვადასხვა სილაბუსზე იქნება მიბმული და სტუდენტები საბოლოო პროდუქტს წარადგენენ ბიზნეს სექტორის წარმომადგენლებთან და პოტენციურ დამსაქმებლებთან.

“პრეაქსელერაციის ფარგლებში შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის სტუდენტებს საშუალება ექნებათ საკუთარი სტარტაპ იდეები დაარეგისტრირონ და პრე აქსელერაცია დემო საჩვენებელი დღით დაასრულონ. სპარკი ევროკავშირის პროექტის „ მერები ეკონომიკური ზრდისთვის“ ფარგლებში, თბილისის მერიის და არასამთავრობო ორგანიზაცია დამსაქმებელთა ასოციაციის ერთობლივი მუშაობის შედეგად შეიქმნ და დამწყები თუ უკვე არსებული მცირე და საშუალო ბიზნესის ხელშეწყობასა და განვითარებას ემსახურება.” – აცხადებს სპარკის კომუნიკაციების მენეჯერი, ანი დურგლიშვილი.