[edgt_separator type='full-width' position='center' border_style='solid' color='#ebebeb' width='' thickness='1' top_margin='10' bottom_margin='21' ]
Top
Image Alt

სიახლეები

ინფორმატიკაში საქართველოს მოსწავლეთა ძირითად და ახალგაზრდულ ნაკრებთა შესარჩევი ტურები გაიმართა

21.05.2021

15-16 მაისს შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტში გაიმართა ინფორმატიკაში საქართველოს მოსწავლეთა ძირითად და ახალგაზრდულ ნაკრებთა შესარჩევი ტურები. წელს მსოფლიოს 33-ე ოლიმპიადა გაიმართება 19-25 ივნისს სინგაპურის მასპინძლობით, ხოლო ევროპის ახალგაზრდული ოლიმპიადის მასპინძელი კი რუმინეთი იქნება და იგი 24-28 აგვისტოს გაიმართება. ორივე ოლიმპიადა კვლავ ონლაინ რეჟიმში ჩატარდება. ნაკრებთა მოსამზადებელი შეკრება დაიწყება 24 მაისს და 17 ივნისს დასრულდება. მეცადინეობების ჩატარებაში ჩაერთვებიან ჩვენი ყოფილი ოლიმპიელები, ევროპის და მსოფლიო ოლიმპიადების არაერთგზის გამარჯვებულები: ნიკოლოზ სვანიძე, ალექსანდრე ხოხიაშვილი, ნიკოლოზ ბირკაძე, თეიმურაზ თოლორაია. ევროპის ოლიმპიადისთვის დამატებითი მოსამზადებელი ეტაპი აგვისტოში გაიმართება. ნაკრებთა შემადგენლობა შეგიძლიათ იხილოთ ჩვენს საიტზე: geoi.ge. წელს ნაკრებებში თაობათა სერიოზული ცვლა გვაქვს. წარმატებები ჩვენს ახალგაზრდებს ორივე ფრონტზე