[edgt_separator type='full-width' position='center' border_style='solid' color='#ebebeb' width='' thickness='1' top_margin='10' bottom_margin='21' ]
Top
Image Alt

სიახლეები

IBSU-ს სამართლის ფაკულტეტის სტუდენტები სასწავლო ვიზიტით ესტუმრნენ სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს

23.06.2022

სტუდენტები შეხვდნენ სპეციალური საგამოძიებო სამსახურის განსაკუთრებით მნიშვნელოვან საქმეთა გამომძიებლებს – ქეთევან თეთრაულსა და კახაბერ სოსელიას. მათ სტუდენტებს გააცნეს სამსახურის საქმიანობის მიმართულებები, არსებული გამოწვევები და სამომავლო გეგმები. სტუდენტებმა აგრეთვე ამომწურავი ინფორმაცია მიიღეს საგამოძიებო სამსახურში სტაჟირებისა და მიმდინარე საკონკურსო პროგრამების შესახებ.

სტუდენტების სპეციალურ საგამოძიებო სამსახურში ვიზიტს ხელმძღვანელობდნენ IBSU-ს სამართლის ფაკულტეტის დეკანი პროფესორი ქეთევან ქოქრაშვილი და დეკანის მოადგილე ნონა ზუბიტაშვილი.

ამასთან, ფაკულტეტის ადმინისტრაციასა და სპეციალური საგამოძიებო სამსახურის  უფროსს – ნათია სონღულაშვილს შორის შედგა საქმიანი შეხვდრა, სადაც შეთანხმდა ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის პირობები და დაიგეგმა სამომავლო ღონისძიებები.