[edgt_separator type='full-width' position='center' border_style='solid' color='#ebebeb' width='' thickness='1' top_margin='10' bottom_margin='21' ]
Top
Image Alt

სიახლეები

IBSU-ს პროფესორებმა და სტუდენტებმა ურბანული ტოპოლოგიების ფორუმში მიიღეს მონაწილეობა

06.12.2021

შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის არქიტექტურის პროგრამის პროფესორებმა და სტუდენტებმა ურბანული ტოპოლოგიების ფორუმში მიიღეს მონაწილეობა.

ურბანული ტოპოლოგიების ფორუმის მესამე ფაზა  თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიაში, 1-4 დეკემბერს ჩატარდა. ფორუმის ორგანიზებაში IBSU-ს  მხრიდან ჩართული იყვნენ  არქიტექტურის ინგლისურენოვანი საბაკალავრო პროგრამის ხელმძღვანელი, ასოცირებული პროფესორი,   არქიტექტურის დოქტორი  გიორგი წანაწყენიშვილი და IBSU-ს მოწვეული ლექტორი არქიტექტურის მაგისტრი, დოქტორანტი გიორგი გაბუნია.

გიორგი წანაწყენიშვილი და გიორგი გაბუნია ურბანული ტოპოლოგიების ფორუმის ფარგლებში მიმდინარე წლის ოქტომბერში ვიზიტით იყვნენ შვედეთში, ქალაქ სტოკჰოლმში.

ფორუმში  მონაწილეობას იღებენ IBSU-ს არქიტექტურის ინგლისურენოვანი საბაკალავრო პროგრამის მეორე და მესამე კურსის სტუდენტები.