ბიზნესისა და ტექნოლოგიების ფაკულტეტის წარმომადგენლების სამუშაო ვიზიტი ამსტერდამში - შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტი
[edgt_separator type='full-width' position='center' border_style='solid' color='#ebebeb' width='' thickness='1' top_margin='10' bottom_margin='21' ]
Top
Image Alt

სიახლეები

ბიზნესისა და ტექნოლოგიების ფაკულტეტის წარმომადგენლების სამუშაო ვიზიტი ამსტერდამში

ბიზნესისა და ტექნოლოგიების ფაკულტეტის პროფესორი დოქტორი თეა კბილცეცხლაშვილი (ფინანსები), ასოცირებული პროფესორი მაკა ბუღულაშვილი (მენეჯმენტი), ასოცირებული პროფესორი დავით ნიჟარაძე (მენეჯმენტი) და ნია თოდუა (მარკეტინგი) სამუშაო ვიზიტით ესტუმრებიან ამსტერდამის მეცნიერებათა უნივერსიტეტს.

საერთაშორისო კვირეულის განმავლობაში პროფესორები დაესწრებიან ვორქშოპებს და წაუკითხავენ ლექციებს მეცნიერებათა უნივერსიტეტის სტუდენტებს ამსტერდამში.

მათ უმასპინძლებს ამსტერდამის მეცნიერებათა უნივერსიტეტის ბიზნესისა და ეკონომიკის ფაკულტეტი.

აქვე უნდა აღინიშნოს, რომ შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტი წლებია თანამშრომლობს ამსტერდამის მეცნიერებათა უნივერსიტეტთან, რაც აისახება სტუდენტებისა და თანამშრომლების აქტიური მონაწილეობით გაცვლით პროგრამებში.