IBSU-ში ჩატარდა ლევან ბერძენიშვილის საჯარო ლექცია თემაზე-“ომი და მშვიდობა

შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის სტუდენტური თვითმმართველობის მუსიკისა და ხელოვნების დეპარტამენტის ორგანიზებით, უნივერსიტეტის კამპუსში, ჩატარდა ლევან ბერძენიშვილის საჯარო ლექცია თემაზე-“ომი და მშვიდობა”.
ლექციაზე ბატონმა ლევანმა ისაუბრა ომისა და მშვიდობის მარადიული თემის გარშემო, შეეხო უკრაინაში მიმდინარე ომს, განიხილა მნიშვნელოვანი დეტალები საქართველოს ისტორიიდან და დამსწრეებს გაუზიარა ნაკლებად ცნობილი ამბები პირადი გამოცდილებიდან.