[edgt_separator type='full-width' position='center' border_style='solid' color='#ebebeb' width='' thickness='1' top_margin='10' bottom_margin='21' ]
Top
Image Alt

სიახლეები

IBSU-ს კამპუსში გაიმართა ქართული ფილმის ჩვენება

28.03.2022

24 მარტს, IBSU-ს კამპუსში გაიმართა ქართული ფილმის ჩვენება საერთაშორისო სტუდენტთა ინტეგრაციის კლუბისა და საერთაშორისო ურთიერთობების ოფისის ორგანიზებით. ფილმი, რომელიც უცხოელმა სტუდენტებმა ქართველ სტუდენტებთან ერთად იხილეს იყო “მანდარინები“. ისტორიული შინაარსის უკეთ გასაგებად, ფილმის ჩვენებამდე პროფესორმა ნიკოლოზ ჩიტაძემ ჩაატარა მოკლე ლექცია ამ საკითხთან დაკავშირებით და სეანსის შემდგომ IR ოფისის ხელმძღვანელმა, მელიქ ალკანმა გამართა დისკუსია. ერასმუს+-ის გაცვლითი პროგრამით ჩამოსულმა ჩეხმა სტუდენტმა – პასკალ მასარმა კინოჩვენება შემდეგვარად შეაფასა:

„აღსანიშნავია ფილმში არსებული ყურადღება დეტალების მიმართ, ვინაიდან რეჟისორმა სწორედ ამ დეტალებში ჩამალა ქართული კულტურა. ძალიან საინტერესო იყო ქართველი სტუდენტების დისკუსია, რომლის დროსაც მათ აღგვიღწერეს ეს კულტურული ჩვევები და გაგვიზიარეს საკუთარი აზრი ამ საკითხთან დაკავშირებით.“