სიახლეები
- მთავარი
- /
- სტუდენტური ცხოვრება
- /
- IBSU-ში ინტელექტუალური თამაშის „რა? სად?...
- 24/05/2022
IBSU-ში ინტელექტუალური თამაშის „რა? სად? როდის?“ ლიგის ფინალური შეხვედრა ჩატარდა
IBSU-ში ჩატარდა ინტელექტუალური თამაშის „რა? სად? როდის?“ ლიგის ფინალური შეხვედრა სტუდენტურ გუნდებს შორის. თამაშს უძღვებოდა ინტელექტ-კლუბ „რა? სად? როდის?“ სატელევიზიო ფორმატის გუნდის კაპიტანი გიორგი რობაქიძე. შეჯიბრში ვიდეო შეკითხვით ჩაერთო ინტელექტ კლუბის მაგისტრი ბატონი გიორგი ბაქრაძე.
უნივერსიტეტის ჩემპიონი გახდა გუნდი Iluminati; ასევე დაჯილდოვდნენ მეორე, მესამე და მეოთხე ადგილზე გასული გუნდები: Amat Victoria Curat; legendary rokunin; მკვდარი მოაზროვნეების საზოგადოება.
გუნდებს გადაეცა საგანგებო პრიზები, სამახსოვრო საჩუქრები და სერტიფიკატები. გამოვლინდნენ ასევე საუკეთესო მოაზროვნეები: საბა ჩიტორელიძე და ამირან ტორონჯაძე.
პროექტის მხარდამჭერები იყვენენ redbullgeo და Biblusi • ბიბლუსი.