IBSU-ში ინტელექტუალური თამაშის „რა?სად?როდის?“ ლიგის ფინალური შეხვედრა ჩატარდა - შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტი
[edgt_separator type='full-width' position='center' border_style='solid' color='#ebebeb' width='' thickness='1' top_margin='10' bottom_margin='21' ]
Top
Image Alt

სიახლეები

IBSU-ში ინტელექტუალური თამაშის „რა?სად?როდის?“ ლიგის ფინალური შეხვედრა ჩატარდა

24.05.2022

IBSU-ში ჩატარდა ინტელექტუალური თამაშის „რა?სად?როდის?“ ლიგის ფინალური შეხვედრა სტუდენტურ გუნდებს შორის. თამაშს უძღვებოდა ინტელექტ-კლუბ „რა? სად? როდის?“ სატელევიზიო ფორმატის გუნდის კაპიტანი გიორგი რობაქიძე. შეჯიბრში ვიდეო შეკითხვით ჩაერთო ინტელექტ კლუბის მაგისტრი ბატონი გიორგი ბაქრაძე.

უნივერსიტეტის ჩემპიონი გახდა გუნდი Iluminati; ასევე დაჯილდოვდნენ მეორე, მესამე და მეოთხე ადგილზე გასული გუნდები: Amat Victoria Curat; legendary rokunin; მკვდარი მოაზროვნეების საზოგადოება.

გუნდებს გადაეცა საგანგებო პრიზები, სამახსოვრო საჩუქრები და სერტიფიკატები. გამოვლინდნენ ასევე საუკეთესო მოაზროვნეები: საბა ჩიტორელიძე და ამირან ტორონჯაძე.

პროექტის მხარდამჭერები იყვენენ redbullgeo და Biblusi • ბიბლუსი.