[edgt_separator type='full-width' position='center' border_style='solid' color='#ebebeb' width='' thickness='1' top_margin='10' bottom_margin='21' ]
Top
Image Alt

სიახლეები

ზამთრის ოლიმპიადა’2021

20.02.2021

2021 წლის 28 თებერვალს ჩატარდება საქართველოს მოსწავლეთა ზამთრის VIII ოლიმპიადა ინფორმატიკაში, რომლის ორგანიზატორები არიან შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტი და საინფორმაციო ტექნოლოგიების სწავლების და ინფორმატიკის ოლიმპიადების მხარდამჭერი ასოციაცია.
ოლიმპიადა ჩატარდება ინფორმატიკის საერთაშორისო ოლიმპიადების ფორმატით. მონაწილეობა შეუძლიათ საქართველოს საჯარო და კერძო სკოლების მოსწავლეებს და ასევე იმ ახალგაზრდებს, რომლებსაც ჯერ არ შესრულებიათ 20 წელი და არ არიან რომელიმე უმაღლესი სასწავლებლის სტუდენტები.
ოლიმპიადაში მონაწილეობის მინიმალური მოთხოვნაა დაპროგრამების რომელიმე ენის (Free pascal, C++) ცოდნა.
ოლიმპიადა ჩატარდება სამ ასაკობრივ ჯგუფში: VIII კლასამდე, IX–X და XI-XII კლასელი მოსწავლეებისათვის. სამივე ჯგუფში მონაწილეებს ამოსახსნელად მიეცემათ 3-3 ამოცანა და 4 საათი სამუშაო დრო.
ოლიმპიადის გამარჯვებულებს სამივე ასაკობრივ ჯგუფში გადაეცემათ გამარჯვების დამადასტურებელი ოფიციალური დიპლომები.
ოლიმპიადის მოკლე პროგრამა:
10:30 – 11:00 – საცდელი ტური
11:00 – 15:00 – ოლიმპიადის ძირითადი ტური
თვალი ადევნეთ ჩვენს ვებ გბერდზე და ფბ გვერდზე ჩვენს მომდევნო განცხადებებს!!!
საკონტაქტო პირი:
გიორგი მანდარია, მობილური: 599 429234
E-mail: mandariag@gmail.com

შეგახსენებთ, რომ ხვალ, 28 თებერვალს, დილის 10:30-11:00სთ გაიმართება საცდელი ტური, სადაც შეძლებთ მოსინჯოთ სისტემაში შესვლა და მასთან ურთიერთობა.
11:00სთ-15:00სთ გაიმართება ძირითადი ტური.
საცდელ და ძირითად ტურებზე შესასვლელი ბმულები იხილეთ ქვემოთ:
საცდელი ტური (10:30 – 11:00)
http://213.157.215.237/cgi-bin/new-client?contest_id=56

ძირითადი ტური (11:00 – 15:00)
მე-8 კლასამდე:
http://213.157.215.237/cgi-bin/new-client?contest_id=141

9-10 კლასები:
http://213.157.215.237/cgi-bin/new-client?contest_id=142  

11-12 კლასები:
http://213.157.215.237/cgi-bin/new-client?contest_id=143  

მუდმივად ადევნეთ თვალი თქვენს ელ-ფოსტას, სადაც ინდივიდუალურად მოგივათ საცდელ და ძირითად ტურებზე შესასვლელი მომხმარებლის სახელები და პაროლები!
გაითვალისწინეთ, რომ მკაცრად აკრძალულია მომხმარებლის სახელის და პაროლის სხვისთვის გაზიარება. ამ შემთხვევაში მონაწილე მოიხსნება შეჯიბრებიდან. ასევე, შეჯიბრიდან მოიხსნებიან პლაგიარიზმში (გადაწერაში) შემჩნეული მოსწავლეები (გადამწერიც და ვინც გადააწერინა ისიც). ნაშრომები პლაგიარიზმზე გადამოწმდება სპეციალური პროგრამითაც და თვალითაც. თუმცა, იმედი გვაქვს, რომ ყველა მოსწავლე დაიცავს პატიოსანი წერის პრინციპს და ასეთ ფაქტებს ადგილი არ ექნება.
საცდელ ან ძირითად ტურზე სისტემაში შესვლის დროს წარმოქმნილი პრობლემების შემთხვევაში მოგვწერეთ ელ-ფოსტაზე: gurkot@gmail.com
ყურადღებით ადევნეთ თვალი ჩვენს მომდევნო განცხადებებს!!!
გისურვებთ წარმატებებს!!!