[edgt_separator type='full-width' position='center' border_style='solid' color='#ebebeb' width='' thickness='1' top_margin='10' bottom_margin='21' ]
Top
Image Alt

სიახლეები

აკადემიური პერსონალისთვის ვორქშოფი „მნიშვნელოვანი სამეცნიერო ნაშრომის მომზადება და გამოქვეყნება ინდექსირებად ჟურნალებში“ ჩატარდა

29.06.2022

შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის ეკონომიკის საბაკალავრო პროგრამის ხელმძღვანელმა პროფესორმა აზერ დილანჩიევმა 29 ივნისს ჩაატარა ვორქშოფი „მნიშვნელოვანი სამეცნიერო ნაშრომის მომზადება და გამოქვეყნება ინდექსირებად ჟურნალებში“.

ვორქშოფი ჩატარდა IBSU-ს აკადემიური პერსონალისთვის და მიზნად ისახავდა გამოცდილების გაზიარებას სამეცნიერო ინდექსირებად ჟურნალებში სტატიების გამოქვეყნებასთან დაკავშირებით.

შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის ვიცე-რექტორი სასწავლო და სამეცნიერო დარგში, პროფ. დოქტ. თეა კბილცეცხლაშვილის შეფასებით, ამგვარი აქტივობა მნიშვნელოვანია უნივერსიტეტში სამეცნიერო-კვლევითი მიმართულების გაძლიერებისა და აკადემიური პერსონალის პროფესიული განვითარებისათვის. მომავალში კვლავაც იგეგმება საუნივერსიტეტო მასშტაბით მსგავსი ღონისძიებები.

აღსანიშნავია, რომ რამდენიმე ხნის წინ საერთაშორისო მნიშვნელობის Scopus Q1-მა პროფესორ აზერ დილანჩიევის თანაავტორობით გამოსცა სტატია, რაც ძალზე მნიშვნელოვანია როგორც პროფესორის, ასევე უნივერსიტეტის, სამეცნიერო-კვლევითი საქმიანობის განვითარებისთვის.