სიახლეები

- 26/04/2026
IBSU-მ საქართველოს მოსწავლეთა ეროვნული ოლიმპიადის დასკვნით ტურს უმასპინძლა
2026 წლის 25-26 აპრილს, საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს დაკვეთით, „საინფორმაციო ტექნოლოგიების სწავლების და ინფორმატიკის ოლიმპიადების მხარდამჭერმა ასოციაციამ“ შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის ბაზაზე საქართველოს მოსწავლეთა ეროვნული ოლიმპიადის დასკვნითი ტური ჩაატარა.
ოლიმპიადა სამ ასაკობრივ კატეგორიაში გაიმართა: VII-VIII, IX-X და XI-XII კლასის მოსწავლეებისთვის. დასკვნით ტურში მონაწილეობა მიიღო რეგიონულ ეტაპზე შერჩეულმა 114 საუკეთესო მოსწავლემ ქვეყნის სხვადასხვა რეგიონიდან.
შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტმა მონაწილეებს უმაღლესი სტანდარტების მატერიალურ-ტექნიკური ბაზა და სამუშაოდ საჭირო ყველა შესაბამისი პირობა უზრუნველყო, რამაც კონკურსის ორგანიზებულ და ეფექტიან გარემოში ჩატარებას შეუწყო ხელი.
დასკვნითი ტურის შედეგად, თითოეულ ასაკობრივ კატეგორიაში 10-10 საუკეთესო მოსწავლე გამოვლინდა. გამარჯვებულები 2026 წლის 9-10 მაისს საქართველოს მოსწავლეთა ეროვნული ნაკრების შესარჩევ ტურში მიიღებენ მონაწილეობას, რომელიც ასევე შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტში გაიმართება.


