სიახლეები
- Home
- /
- სამეცნიერო სიახლეები
- /
- IBSU-მ International Staff Week-ის...

- 24/04/2026
IBSU-მ International Staff Week-ის მე-3 დღეს უმასპინძლა
შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტმა, საერთაშორისო აკადემიური კვირეულის ფარგლებში, მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის პარტნიორი უნივერსიტეტების წარმომადგენლებს უმასპინძლა.
IBSU-ში გამართული შეხვედრების მთავარი მიზანი საერთაშორისო ქსელების გაფართოება, ახალი პარტნიორობების ჩამოყალიბება და არსებული თანამშრომლობის გაღრმავება იყო. სამუშაო სესიების ფარგლებში მხარეებმა რამდენიმე საკვანძო საკითხზე იმსჯელეს:
- ინოვაციები განათლებაში
- გლობალური კავშირები
- გამოცდილების გაზიარება კვლევითი და სამეცნიერო მიმართულებით
ღონისძიებამ შექმნა დინამიური პლატფორმა ცოდნისა და გამოცდილების გაცვლისთვის, რაც ხელს უწყობს საერთაშორისო თანამშრომლობის გაძლიერებას და ახალი შესაძლებლობების აღმოჩენას.
შეხვედრა საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტის (SEU) მიერ ორგანიზებული International Staff Week-ის ფარგლებში გაიმართა.








