სიახლეები

- 01/05/2026
IBSU-სა და იუსტიციის სახლს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა
შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტსა და იუსტიციის სახლს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.
მემორანდუმი მიზნად ისახავს სტუდენტებისთვის სასწავლო პრაქტიკის უზრუნველყოფასა და მათი პროფესიული განვითარების ხელშეწყობას. ინიციატივის ფარგლებში, ახალგაზრდებს შესაძლებლობა ექნებათ აკადემიური ცოდნა რეალურ სამუშაო გარემოში განამტკიცონ და უშუალოდ გაეცნონ სახელმწიფო სერვისების მიწოდების პროცესს იუსტიციის სახლში.
ინიციატივა ასევე ითვალისწინებს ახალგაზრდების მხარდაჭერას როგორც თბილისში, ისე საქართველოს რეგიონებში, რაც უზრუნველყოფს განათლებისა და კარიერული შესაძლებლობების თანაბარ ხელმისაწვდომობას ქვეყნის მასშტაბით.
მემორანდუმს ხელი მოაწერეს შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის პრეზიდენტმა, ბატონმა ლუკა კავთელიშვილმა და იუსტიციის სახლის თავმჯდომარემ, ბატონმა ვახტანგ ჟვანიამ.


