სიახლეები
- Home
- /
- სამართლისა და სახელმწიფო მმართველობის...
- /
- IBSU-ს საჯარო ადმინისტრირებისა და...

- 03/06/2026
IBSU-ს საჯარო ადმინისტრირებისა და სახელმწიფო მმართველობის სტუდენტები გლდანის რაიონის გამგეობას ეწვივნენ
IBSU-ს საჯარო ადმინისტრირებისა და სახელმწიფო მმართველობის პროგრამის სტუდენტებს გლდანის რაიონის გამგეობაში გლდანის რაიონის გამგებელმა ბესიკ კალაძე უმასპინძლა.
შეხვედრის ფარგლებში, ბესიკ კალაძემ, საორგანიზაციო განყოფილების უფროს ნინო რაფავასთან ერთად, სტუდენტებს თვითმმართველობის ორგანოს საქმიანობის სპეციფიკა, გამგეობის სტრუქტურა და მიმდინარე და განხორციელებული პროექტები გააცნო.
დისკუსიისას განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო საჯარო მმართველობის თანამედროვე ასპექტებს, ადგილობრივი თვითმმართველობის როლსა და გადაწყვეტილების მიღების პროცესში ახალგაზრდების აქტიური ჩართულობის მნიშვნელობას.
შეხვედრა ინტერაქტიულ ფორმატში წარიმართა, რაც სტუდენტებს შესაძლებლობას აძლევდა, მიეღოთ პრაქტიკული ინფორმაცია მუნიციპალური მართვის მექანიზმებისა და საჯარო სექტორში პროფესიული განვითარების შესაძლებლობების შესახებ.