სიახლეები

- 07/04/2026
IBSU-ში გაიმართა ლექცია “კრიტიკული აზროვნების განვითარება უნივერსიტეტებში”
ბოლო წლებში ბევრი მკვლევარი და მენეჯერი ფიქრობს, რომ რბილი უნარები უნდა განვითარდეს უნივერსიტეტებში, რადგან უნივერსიტეტი აკავშირებს განათლებას შრომის ბაზართან. მრავალი კვლევა აჩვენებს, რომ კრიტიკული აზროვნება ერთ-ერთი ყველაზე მოთხოვნადი უნარია შრომის ბაზარზე და უნივერსიტეტებმა ის მიზანმიმართულად უნდა განავითარონ, რათა გაზარდონ თავიანთი კურსდამთავრებულების დასაქმების შანსი.
საჯარო ლექციის დროს განიხილეს, თუ რა არის კრიტიკული აზროვნება და როგორ უნდა განვითარდეს ის უნივერსიტეტში, რატომ სჭირდებათ სტუდენტებს ეს უნარი წარმატებული დასაქმებისთვის. ასევე, პრაქტიკულ აქტივობებს კრიტიკული აზროვნების უნარის გასავითარებლად.