IBSU-ში გრაფიკული დიზაინის პროგრამის ღია კარის დღე გაიმართა - შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტი

სიახლეები

  1. Home
  2. /
  3. კომპიუტერული მეცნიერებისა და არქიტექტურის...
  4. /
  5. IBSU-ში გრაფიკული დიზაინის პროგრამის...
IBSU-ში გრაფიკული დიზაინის პროგრამის ღია კარის დღე გაიმართა
  • 28/05/2026

IBSU-ში გრაფიკული დიზაინის პროგრამის ღია კარის დღე გაიმართა

შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტში (IBSU) გრაფიკული დიზაინის ინგლისურენოვანი საბაკალავრო პროგრამის ღია კარის დღე გაიმართა. ღონისძიებამ აბიტურიენტები და დიზაინით დაინტერესებული ახალგაზრდები გააერთიანა, რომლებმაც პროგრამის შესახებ დეტალური ინფორმაცია მიიღეს და შემოქმედებით აქტივობებში მიიღეს მონაწილეობა.

ღონისძიების ფარგლებში გაიმართა პროგრამის პრეზენტაცია და სტუდენტური ნამუშევრების გამოფენა, სადაც დამსწრეებმა გრაფიკული დიზაინის მიმართულებით შექმნილი მრავალფეროვანი პროექტები დაათვალიერეს. მონაწილეები ასევე ჩაერთნენ პრაქტიკულ ვორქშოფში, რომელიც ფოტოგადაღებასა და კომპოზიციების შექმნას დაეთმო.

ღია კარის დღის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ნაწილი იყო ხატვის გამოცდის სიმულაცია განსხვავებული თემატიკით, რაც აბიტურიენტებს შესაძლებლობას აძლევდა, გაცნობოდნენ შემოქმედებითი დავალებების ფორმატსა და საკუთარი უნარები პრაქტიკაში გამოეცადათ.

ღონისძიების მონაწილეებს შესაძლებლობა ჰქონდათ, შეხვედროდნენ პროგრამის ლექტორებს, მიეღოთ ინფორმაცია სასწავლო პროცესის შესახებ და უკეთ გაცნობოდნენ გრაფიკული დიზაინის პროგრამის სპეციფიკასა და შემოქმედებით გარემოს.