IBSU-ში სკოლის მოსწავლეებისთვის პრაქტიკული ვორქშოფი „მარკეტინგი ციფრულ სამყაროში“ ჩატარდა – შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტი

სიახლეები

  1. Home
  2. /
  3. სიახლეები
  4. /
  5. IBSU-ში სკოლის მოსწავლეებისთვის პრაქტიკული...
IBSU-ში სკოლის მოსწავლეებისთვის პრაქტიკული ვორქშოფი „მარკეტინგი ციფრულ სამყაროში“ ჩატარდა
  • 27/05/2026

IBSU-ში სკოლის მოსწავლეებისთვის პრაქტიკული ვორქშოფი „მარკეტინგი ციფრულ სამყაროში“ ჩატარდა

შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტში (IBSU) სკოლის მოსწავლეებისთვის პრაქტიკული ვორქშოფი — „მარკეტინგი ციფრულ სამყაროში“ გაიმართა.

ვორქშოფის ფარგლებში მონაწილეები გაეცნენ თანამედროვე მარკეტინგის ძირითად პრინციპებს, ბრენდის პოზიციონირების მნიშვნელობას ციფრულ სივრცეში და იმუშავეს ბრენდის შექმნისა და განვითარების პროცესზე.

პრაქტიკული აქტივობების ფარგლებში მოსწავლეებმა განსაზღვრეს სამიზნე აუდიტორია, შეარჩიეს ეფექტური ციფრული საკომუნიკაციო არხები და დაგეგმეს სარეკლამო სტრატეგიები.

ვორქშოფის დასასრულს მონაწილეებმა პრეზენტაციის ფორმატში წარადგინეს საკუთარი მარკეტინგული იდეები და კონცეფციები.

ღონისძიება მიზნად ისახავდა მოსწავლეებისთვის თანამედროვე მარკეტინგული მიდგომების გაცნობასა და პრაქტიკული უნარების განვითარების ხელშეწყობას.