- 30/09/2025
- By მარიამ ღურწკაია
- In სიახლეები
- 753
- 0

გამოცხადდა ორმხრივი გაცვლითი პროგრამა კარლსრუეს გამოყენებითი მეცნიერებების უნივერსიტეტში, გერმანია.პერიოდი: გაზაფხულის სემესტრიგანცხადების მიღების ბოლო ვადა: 03.10.2025პროგრამები: ეკონომიკა, კომპიუტერული მეცნიერებებიმეტი ინფორმაციისთვის დაუკავშირდით საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტს ელფოსტაზე: iro@ibsu.edu.ge

გამოცხადდა ორმხრივი გაცვლითი პროგრამა დასავლეთ ბრეტანის უნივერსიტეტში, საფრანგეთი.პერიოდი: გაზაფხულის სემესტრი განცხადების მიღების ბოლო ვადა: 03.10.2025პროგრამები: ამერიკისმცოდნეობამეტი ინფორმაციისთვის დაუკავშირდით საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტს ელფოსტაზე: iro@ibsu.edu.ge

შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტმა (IBSU) ხაშურის მუნიციპალიტეტის ახალგაზრდული საბჭოს მოხალისეებსა და მათ წარმომადგენლებს უმასპინძლა! ვიზიტის ფარგლებში მოსწავლეებმა მონაწილეობა მიიღეს ინტერაქტიულ ვორქშოპში „შეარჩიე შენი პროფესია“, სადაც მათ დაეხმარნენ კარიერული გზის განსაზღვრასა და არჩევანის გაკეთებაში. სტუმრებმა დაათვალიერეს IBSU-ს კამპუსი, გაეცნენ უნივერსიტეტის გარემოსა და ინფრასტრუქტურას. ასევე მიიღეს დეტალური ინფორმაცია უნივერსიტეტის მრავალფეროვან აკადემიურ პროგრამებზე.

შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტმა უმასპინძლა ბატონ ოლივერ ფუქსს — FH Aachen-ის გამოყენებითი მეცნიერებების უნივერსიტეტის საერთაშორისო ფაკულტეტის ოფისის ხელმძღვანელს. ვიზიტის ფარგლებში ბატონი ფუქსი შეხვდა ბიზნესის სკოლის დეკანს და ერთად განიხილეს თანამშრომლობის ახალ შესაძლებლობები: – სტუდენტური გაცვლითი პროგრამები; – ერთობლივი აკადემიური ინიციატივები; – კვლევითი პროექტები.

შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტმა და ლოძის ტექნოლოგიურმა უნივერსიტეტმა ურთიერთგაგების მემორანდუმი გააფორმეს. ლოძის ტექნოლოგიური უნივერსიტეტი, რომელიც პოლონეთის გულში მდებარეობს, გამორჩეული დაწესებულებაა, რომელიც აღიარებულია ინჟინერიის, ინოვაციებისა და სამეცნიერო კვლევების დარგში თავისი წარმატებისთვის. აკადემიური სიზუსტისა და ინდუსტრიული თანამშრომლობის ძლიერი ტრადიციით, უნივერსიტეტი გთავაზობთ მოწინავე პროგრამების ფართო სპექტრს ისეთ ფაკულტეტებზე, როგორიცაა კომპიუტერული და მართვის ინჟინერია, მექანიკური ინჟინერია და ბიოტექნოლოგია.

გამოცხადდა ერასმუს+ გაცვლითი პროგრამა ვარნის თავისუფალი უნივერსიტეტში, ბულგარეთი. განცხადების მიღების ბოლო ვადა: 26.09.2025 პერიოდი: გაზაფხულის სემესტრი პროგრამა: არქიტექტურა მეტი ინფორმაციისთვის დაუკავშირდით საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტს ელფოსტაზე: iro@ibsu.edu.ge
