- 0
- 0
შპს-შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტში მობილობის წესით ჩასარიცხ პირთა საყურადღებოდ! იწყება 2021-2022 წლის შემოდგომის სემესტრის მობილობა. შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტმა უკვე დაარეგისტრირა ვაკანტური ადგილები განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის ელექტრონულ პორტალზე. მობილობის ეტაპები შემდეგია: 2021 წლის 16 აგვისტოდან – 2021 წლის 30აგვისტოს 18.00 საათამდე.- მობილობის წესით ჩასარიცხ პირთა განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის ელექტრონულ პორტალზე https://students.emis.ge/ რეგისტრაციის და
შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტი უერთდება თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის მიერ ინიცირებულ საინფორმაციო კამპანიას #აიცერი უსაფრთხო გარემოსთვის. უნივერსიტეტი მოუწოდებს აკადემიურ, ადმინისტრაციულ და დამხმარე პერსონალს და სტუდენტებს მიიღონ მონაწილეობა საყოველთაო ვაქცინაციის პროცესში, რათა ხელი შეუწყონ ჯანსაღი და უსაფრთხო გარემოს ჩამოყალიბებას. ვაქცინაციის წახალისების მიზნით, უნივერსიტეტი მზად არის მოაწყოს სივრცე და უზრუნველყოს თანამშრომელთა და სტუდენტთა საყოველთაო ვაქცინაცია.
შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის სამართლის ფაკულტეტის ორგანიზებით გაიმართა „სტუდენტური სამეცნიერო კონფერენცია – სისხლის სამართლის თანამედროვე გამოწვევები“ კონფერენციაში მონაწილეობა მიიღეს საქართველოში აკრედიტირებული უმაღლესი სასწავლებლების სამართლის ფაკულტეტის საბაკალავრო პროგრამის სტუდენტებმა და პრაქტიკოსმა იურისტებმა. კონფერენციის ყველა მონაწილეს გადაეცემა სერტიფიკატი, ხოლო საუკეთესო ნაშრომები გამოქვეყნდება შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის სამართლის ფაკულტეტის თანამედროვე სამართლის ჟურნალში.
შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტი ტრადიციულად განაგრძობს ჯანსაღი ცხოვრების პოპულარიზაციას. ამ მიზნით, არაფორმალური პარასკევის ინიციატივის ფარგლებში, უნივერსიტეტის ეკომეგობრულ ეზოში გაიმართა თანამშრომელთა სოციალური და სპორტული აქტივობები. გარდა ამისა, პანდემიით გამოწვეული სტრესის შესამცირებლად და მიმდინარე რეგულაციების შემსუბუქების პარალელურად, უნივერსიტეტის თანამშრომელთათვის მოეწყო პიკნიკი ბუნებაში სოციალურ-კულტურული აქტივობების წახალისების მიზნით.
შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის სამართლის ფაკულტეტის ორგანიზებით, იმართება საარჩევნო სამართლის საზაფხულო სკოლა. მონაწილეობის მიღება შეუძლიათ იურიდიული ფაკულტეტის ან სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის სტუდენტებსა და კურსდამთავრებულებს. საზაფხულო სკოლა გაიმართება ონლაინ,Google Meet პლატფორმის მეშვეობით. საზაფხულო სკოლის სასწავლო პროცესი განხორციელდება 19 ივლისი-17 აგვისტოს პერიოდში.
ძვირფასო სტუდენტებო, შიდა მობილობის ვადებია: 16 – 22 ივლისი (2021) გთხოვთ, განცხადების შესავსებად მოცემულ ვადებში მიმართოთ ქრისტინა ლაზარიდს: klazaridi@ibsu.edu.ge განცხადების ლინკი: დააკლიკე აქ