20 დეკემბერს, შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტში, ახალგაზრდა ეკონომისტთა კლუბის ინიციატივით, დაიწყო ორ დღიანი პროექტი „public speaking about economics”, რომელშიც მონაწილეობას იღებენ მე-10, მე-11 და მე-12 კლასელები. პროექტის პირველ დღეს, კლუბის წევრებმა მონაწილეებს ჩაუტარეს ლექცია და ტრენინგი ეკონომიკასა და საჯაროდ სიტყვით გამოსვლის ტექნიკებზე. მონაწილეებს სიტყვის დასაწერად 2 დღე ექნებათ, 23 დეკემბერს კი ჩატარდება უშუალოდ სიტყვით გამოსვლა,
საგანმანათლებლო-კვლევითი პროექტის „ნაციონალისტური ნარატივები და მეხსიერების ფორმირება ყოფილი კომუნისტური ბლოკის ქვეყნებში“ ფარგლებში სალექციო კურსი გააგრძელა ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორმა ოლივერ რაისნერმა თემით „სტალინის კულტი – მუზეუმი საქართველოში“. ლექციის ფარგლებში საუბარი შეეხო სტალინის კულტის ჩამოყალიბების ისტორიას, მიზეზებსა და თავისებურებებს საბჭოთა და პოსტ-საბჭოთა საქართველოში, სტალინის სიმბოლოს მითად ქცევის პროცესს, დესტალინიზაციის პერიოდებს და სხვადასხვა პოლიტიკური ელიტების ინტერესებს საკითხის
26-27-28 დეკემბერს ბიზნესის მართვის ფაკულტეტზე საგანმანათლებლო პროგრამის სავალდებულო საგნის „ბიზნესის ადმინისტრირების საფუძვლები“-ს კურსის ფარგლებში ჩატარდა რიგით მეთორმეტე, ყოველწლიური პროექტი „ბიზნეს გეგმების შეჯიბრი: ბიზნესმენები ინვესტორების წინააღმდეგ“. პირველი კურსის სტუდენტებმა, საგნის ლექტორისა და პროექტის კოორდინატორის, პროფესორი, დოქტორის თეა კბილცეცხლაშვილის ხელმძღვანელობით 6 კვირის განმავლობაში ჩამოაყალიბეს და განავითარეს საკუთარი ბიზნეს იდეები და წარუდგინეს ჟიურის, რომლის წევრებიც იყვნენ ბიზნეს კლუბის
23 დეკემბერს,კომპიუტერული ტექნოლოგიებისა და საინჟინრო საქმის ფაკულტეტის ორგანიზებით, ინფორმატიკის ოლიმპიადა გაიმართა. ოლიმპიადაში მონაწილეობას საქართველოს სხვადასხვა რეგიონის სკოლის მოსწავლეები იღებდნენ.მოსწავლეებსა და მათ მშობლებს შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის რექტორი ილიას ჩილოღლუ შეხვდა. მონაწილეებს სერთიფიკატები, გამარჯვებულებს კი დიპლომები და ფასიანი საჩუქრები გადაეცათ. ოლიმპიადის მთავარი ორგანიზატორი, ამავე ფაკულტეტის პროფესორი გიორგი მანდარია გახლავთ.
შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის საჯარო ადმინისტრირებისა და სახელმწიფო მმართველობის პროგრამის ინიციატივით საქართველოს უსაფრთხოების და განვითარების ცენტრის დირექტორის მოადგილის გიორგი გოგუაძეს საჯარო ლექცია გაიმართა . მოწვეული სტუმარი გახლდათ ტერორიზმის კვლევისა და ანალიზის კონსორციუმის მკვლევარი, რომლის ფარგლებშიც ლექციაზე განხილული იქნა უსაფრთხოების საკითხები, საქართველოში ამჟამად მდგარი ყველაზე მწვავე პრობლემები , რომელიც საჭიროებს სწრაფ რეაგირებას. ამასთანავე