შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის სამართლის ფაკულტეტზე გაიმართა საორიენტაციო შეხვედრა პირველი კურსის სტუდენტებთან. შეხვედრაზე ფაკულტეტის წევრებმა სტუდენტებს გააცნეს აუცილებელი ინფორმაცია სასწავლო პროცესთან დაკავშირებით, რაც მოიცავდა ქულათა განაწილების სისტემას, ინფორმაციას აკადემიურ და ადმინისტრაციულ პერსონალზე, სტუდენტის სტატუსთან დაკავშირებულ საკითხებს, მათ ასევე ჰქონდათ შესაძლებლობა მიეღოთ ინფორმაცია იმ პროექტებსა და პროგრამებზე, რომლებიც აქამდე განხორციელებულა და ასევე, იმ აქტივობებზეც, რომლებიც 2017-2018
შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტში ახალგაზრდა ეკონომისთა კლუბის და „ახალი ეკონომიკური სკოლა – საქართველოს“ ინიციატივით, ფრიდრიხ ნაუმანის ფონდი – თავისუფლებისთვის სამხრეთ კავკასიის ოფისისა და შავი ზღის უნივერსიტეტის მხარდაჭერით გაიმართა საჯარო დისკუსია თემაზე: “რატომ არის ეკონომიკური თავისუფლება მნიშვნელოვანი განვითარებისთვის”. დისკუსიას გაუძღვნენ დოქტორი რობერტ ლოუსონი – ო’ნილის სახელობის გლობალური ბაზრისა და თავისუფლების სკოლის დირექტორი სამხრეთ დასავლეთის მეთოდისტური უნივერსიტეტის
2017 წლის 16 სექტემბერს სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის წარმომადგენლებმა გამართეს საორიენტაციო შეხვედრა პირველი კურსის სტუდენტებისთვის. პირველკურსელებმა მოისმინეს ფაკულტეტზე არსებული შესაძლებლობებისა და მისი მუშაობის სპეციფიკის შესახებ. შეხვედრის ფარგლებში საბაკალავრო პროგრამის ხელმძღვანელებმა სტუდენტებს წარუდგინეს სასწავლო პროცესის დეტალები, ძირითადი წესები, ვალდებულებები და უფლებები, სასწავლო პროცესისთვის საჭირო ინფორმაცია, როგორიცაა შეფასების სისტემა, სალექციო და საგამოცდო პროცედურები, სასწავლო პროცესში საჭირო ელექტრონული რესურსებით
[table id=101 /]
შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის სამართლის ფაკულტეტი გილოცავთ ახალი სასწავლო წლის დაწყებას! ვიმედოვნებთ, რომ ეს აკადემიური წელი იქნება თქვენთვის სიახლეებით აღსავსე და ამასთანავე ნაყოფიერიც. სასწავლო წლის დაწყებასთან დაკავშირებით ფაკულტეტი თქვენთან გამართავს საორიენტაციო შეხვედრას სამშაბათს, 19 სექტემბერს, 12:00 საათზე, B კორპუსის საკონფერენციო დარბაზში და გაგაცნობთ ძირითად ინფორმაციას, რომელიც სასწავლო პროცესში აუცილებელია.
8 სექტემბერს საჯარო ადმინისტრირებისა და სახელმწიფო მმართველობის საბაკალავრო პროგრამის ადმინისტრატორმა ელენე ბენდელიანმა გამართა საორიენტაციო შეხვედრა პროგრამის სხვადასხვა კურსის სტუდენტებთან. შეხვედრის ფარგლებში სტუდენტებს კიდევ ერთხელ წარუდგინეს პროგრამის სტრუქტურა, შეფასების სისტემა, სალექციო და საგამოცდო წესები და რეგულაციები, ინფორმაციის ეფექტურად მიღების საშუალებები და პროგრამის გარშემო არსებული ცვლილებები. ელენე ბენდელიანმა სტუდენტებს გააცნო 2016-2017 წელს პროგრამის განვითარებისკენ მიმართული ღონისძიებების შესახებ