- 12/05/2017
- By Guja
- In განათლების, ჰუმანიტარული და სოციალური მეცნიერებების სკოლა
- 163
- 0
სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის საერთაშორისო ურთიერთობების მიმარტულების სტუდენტები სსსტც “დელტას” ესტუმრნენ. სტუდენტებს საშუალება ჰქონდათ ქართული წარმოების ჯავშანტექნიკის, იდივიდუალური შეიარაღების და ეკიპირების, საარტილერიო დანადგარების და სხვა ქართული სამხედრო პროდუქციის ნიმუშები, ასევე სეტყვის საწინააღმდეგო სისტემის მართვის ცენტრი დაეთვალიერებინათ.
სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტმა წარჩინებული სტუდენტები და მათი სკოლის დირექტორები დააჯილდოვა. ფაკულტეტის ოთხი საბაკალავრო პროგრამის მიმართულების მაღალი აკადმეიური მოსწრების მქონე სტუდენტებს სიმბოლურ საჩუქრებთან ერთად შესაბამისი სერთიფიკატები გადაეცათ. მადლობის სიგელებით დაჯილდოვდნენ, აგრეთვე, ის სკოლები, რომლებიც სკოლის მოსწავლეებისთვის განხორციელებული არაფორმალური განათლების პროექტებში აქტიურად თანამშრომლობდნენ უნივერსიტეტთან. ღონისძიების ფარგლებში შედგა საკონსულტაციო შეხვედრა სკოლის მოსწავლეების (უმთავრესად მაღალკლასელების) საჭიროებების და ინტერესების უკეთ
3 თებერვალს სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის ხარისხის მართვის სამსახურის უფროსმა, პროფესორმა დოქტორმა ეკატერინე ფიფიამ მორიგი საკონსულტაციო შეხვედრა გამართა საერთაშორისო ურთიერთობების სამაგისტრო პროგრამის პირველი კურსის სტუდენტებთან. ქ-ნმა ეკატერინემ პროგრამის ყველაზე მაღალი აკადემიური მოსწრების სტუდენტებისგან მოისმინა შესაბამისი რეკომენდაციები და რჩევები სწავლების ხარისხის, არსებული პრობლემების და მათი გადაჭრის გზების შესახებ. აღნიშნული შეხვედრების მიზანია არსებული პროგრამების დახვეწა, სტუდენტებზე ორიენტირებული მიდგომების
3 თებერვალს სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის სტუდენტები არჩევნების საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით ცენტრალური საარჩევნო კომისიის ოფისს ეწვივნენ. მათ კომისიის სხვადასხვა დეპარტამენტების ხელმძღვანელებთან ერთად ცესკოს თავმჯდომარე, ქ-ნი თამარ ჟვანიაც შეხვდა. საერთაშორისო ურთიერთობებისა და საჯარო ადმინისტრირების მიმართულებების სტუდენტები გაეცნენ ცესკოს სხვადასხვა სტრუქტურულ ერთეულებს და სწავლების ცენტრის ხელმძღვანელებისგან მიიღეს მათთვის საინტერესო ინფორმაცია კომისიის შესახებ. აღნიშნული შეხვედრა საჯარო ადმინისტრირებისა და სახელმწიფო
საჯარო ადმინისტრირებისა და სახელმწიფო მმართველობის საბაკალავრო პროგრამის ადმინისტრატორმა ელენე ბენდელიანმა საორიენტაციო შეხვედრა გამართა პროგრამის ლექტორებთან 2016-2017 აკადემიური წლის გაზაფხულის სემესტრის სასწავლო პროცესის შესახებ მათთვის მნიშვნელოვანი ინფორმაციის მიწოდების მიზნით. შეხვედრის მიზანი იყო ლექტორების ინფორმირების გზით გაზაფხულის სემესტრის სასწავლო პროცესის შეუფერხებლად წარმართვის უზრუნველყოფა.
26 დეკემბერს, შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის ხარისხის მართვის სამსახურის უფროსმა, პროფესორმა ეკატერინე ფიფიამ გამართა სამუშაო შეხვედრა ფაკულტეტის წევრებთან. სამუშაო შეხვედრას ესწრებოდნენ სოცალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის პროგრამების კოორდინატორები, სასწავლო პროცესის ადმინისტრატორები და ეხებოდა ფაკულტეტის საბაკალავრო და სამაგისტრო პროგრამების სილაბუსების განხილვას და გაუმჯობესებას. შეხვედრა ითვალისწინებდა ფაკულტეტის საგანმანათლებლო პროგრამების სილაბუსებზე გარკვეულ რეკომენდაციების შემუშავებას და განსახორციელებელ ცვლილებების
Here is a text widget settings ipsum lore tora dolor sit amet velum. Maecenas est velum, gravida vehicula dolor