- 23/05/2024
- By Guja
- In მედიცინის სკოლა
- 321
- 0
შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის მედიცინის სკოლა სამედიცინო სკოლების მსოფლიო ცნობარში დაემატა. აღნიშნულ ცნობარში მოხვედრა მნიშვნელოვანი ნაბიჯია, რომელიც ამერიკის და კანადის სამედიცინო სალიცენზიო გამოცდაზე დასაშვებად სპონსორის წერილის უზრუნველყოფს. მედიცინის სკოლასთან დაკავშირებულ ინფორმაციას გაეცანით ცნობარის ოფიციალურ ვებგვერდზე: https://search.wdoms.org/home/SchoolDetail/F0008628
შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის (IBSU) პარტნიორობითა და მხარდაჭერით, IBSU-ში ინფორმატიკაში საქართველოს მოსწავლეთა 36-ე ეროვნული ოლიმპიადის დასკვნითი ტური (GEOI’2024) გაიმართა. ვრცლად: https://www.interpressnews.ge/ka/article/800427-inpormatikashi-sakartvelos-moscavleta-36-e-erovnuli-olimpiadis-daskvniti-turi-gaimarta
შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის (IBSU) პარტნიორობითა და მხარდაჭერით, IBSU-ში გაიმართა ინფორმატიკაში საქართველოს მოსწავლეთა 36-ე ეროვნული ოლიმპიადის დასკვნითი ტური (GEOI’2024). საქართველოს მოსწავლეთა სხვადასხვა რანგის ეროვნულ ნაკრებთა შესარჩევი ტურები გაიმართება 26-27 მაისს. მათგან გოგონათა ნაკრები მონაწილეობას მიიღებს ევროპის გოგონათა მე-4 ოლიმპიადაში (ივლისი, ჰოლანდია), ახალგაზრდული ნაკრები – ევროპის მე-8 ახალგაზრდულ ოლიმპიადაში (აგვისტო, მოლდოვა) და ძირითადი ნაკრები – მსოფლიოს
შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის ჟურნალისტიკის საბაკალავრო პროგრამის სტუდენტებმა ქართულ-გერმანული სკოლა „სხივის“ მოსწავლეებისთვის მასტერკლასი ჩაატარეს. სკოლის მოსწავლეები გაეცნენ ჟურნალისტიკის პროფესიის სპეციფიკას, ახალი ამბების წერის ტექნიკებს და ფოტოჟურნალისტიკას. ასევე ტრენიგის მონაწილეებმა შეასრულეს პრაქტიკული დავალებები. პროექტის ბოლოს მოსწავლეებს IBSU-ს ბრენდირებული საჩუქრები გადაეცათ.
შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტმა (IBSU) აბიტურიენტებისთვის პირველადი სამედიცინო დახმარების ორდღიანი უფასო მასტერკლასი ჩაატარა. IBSU-ს დიპლომირებული მედიკოსის საგანმანათლებლო პროგრამის აკადემიურმა პერსონალმა აბიტურიენტებს ასწავლეს პირველადი სამედიცინო დახმარების ტექნიკები, მათ შორის: სასიცოცხლო ნიშნების შეფასების მეთოდები, სიცოცხლის ბაზისური ალგორითმი, უცხო სხეულის გადმოვარდნის ტექნიკა, ინტრავენური ინიექციის ტექნიკა და პირველადი დახმარება სისხლდენების დროს. მასტერკლასის მეორე დღეს ჩატარდა OSCE-ის სცენარებით გავლილი მასალის პრაქტიკული გამოყენება. 10 საუკეთესო
2024 წლის 30 აპრილს გამოიცა შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის კომპიუტერული მეცნიერებისა და არქიტექტურის სკოლის სამეცნიერო რეფერირებადი ჟურნალი (გამოცემა 8, N1) “ტექნიკური მეცნიერება და ტექნოლოგიები (JTST)”; ჟურნალის მიზანია ტექნიკური მეცნიერებისა და ტექნოლოგიების მიმართულებით აქტუალურ საკითხებზე მნიშვნელოვანი სამეცნიერო კვლევების წარმოჩენა და თანამედროვე საზოგადოების განვითარებაში წვლილის შეტანა, ეროვნული და საერთაშორისო საზოგადოებისთვის მათი გაცნობა; ჟურნალის ახალ ნომერში წარმოდგენილია როგორც შავი