- 431
- 0
IBSU-ს სტრატეგიული განვითარების სამსახურის ხელმძღვანელმა, მაია მელიქიძემ მმართველი საბჭოს გაფართოებულ სხდომაზე უნივერსიტეტის განახლებული სტრატეგიული დოკუმენტი წარადგინა, რომელიც მოიცავდა IBSU-ს ხედვას, მისიას, მიზნებსა და ღირებულებებს. პრეზენტაციაზე ასევე განიხილეს განახლებული ხელშეკრულებები და აკადემიური პერსონალის აფილირების პირობები.
კანადის წმინდა მერის უნივერსიტეტის ლექტორმა, ჯუნ რუივივარმა შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტში გამართა ორდღიანი ვორქშოპი განათლების, ჰუმანიტარული და სოციალური მეცნიერებების სკოლის აკადემიური პერსონალისთვის. ვორქშოპის პირველი დღე დაეთმო სწავლებასა და კვლევაში UX (User Experience) პრინციპების გამოყენების საკითხებს, ხოლო ვორქშოპის მეორე დღეს განიხილეს ენის სწავლების მიმართულებით კომპლექსური დინამიური სისტემების თეორია (CDST) და მისი პრინციპები.
შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის (#IBSU) 400-ზე მეტმა სტუდენტმა 2023-2024 წლის გაზაფხულის სემესტრის განმავლობაში უნივერსიტეტის მიერ დაგეგმილ შიდასაუნივერსიტეტო ტურნირებსა და შეჯიბრებებში მიიღო მონაწილეობა. 118-მა გამარჯვებულებმა #სტუდფესტი2024-ის ფარგლებში ჩატარებულ ჩემპიონატებსა და ტურნირებზე IBSU-ს სახელით იასპარეზა. საქართველოს სხვადასხვა ქალაქში გამართულ ტურნირებსა და შეჯიბრებებში გამარჯვება მოიპოვეს #IBSU-ს სტუდენტებმა: თეიმურაზ კვიკვინია — ჭადრაკის ტურნირის ჩემპიონი ვაჟთა შორის ბაგრატ კაკაჩია —
შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის უცხოური ენების ცენტრის ორგანიზებით ჩატარდა ფრანკოფონიის საუნივერსიტეტო სააგენტოს აქტივობებში ჩართული სტუდენტებისთვის სერტიფიკატების გადაცემის ცერემონიალი. უნივერსიტეტის სხვადასხვა სპეციალობის სტუდენტები, რომლებიც ფრანგულს, როგორც მეორე უცხოურ ენას სწავლობენ, აქტიურად იყვნენ ჩართული ფრანგულენოვან კონკურსებსა და ტრენინგებში, რაც ფრანგული ენისა და კულტურის პოპულარიზაციას უწყობს ხელს. გამორჩეულ მონაწილეებს გადაეცათ სიმბოლური საჩუქრები და სხვადასხვა ტრენინგსა და კონკურსში მონაწილეობის