- 11/03/2024
- By მარიკა
- In განათლების, ჰუმანიტარული და სოციალური მეცნიერებების სკოლა
- 0
- 0
შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის მარკეტერები ესტუმრნენ ქალაქ მცხეთის, რუსთავის, გორის, გურჯაანის, ზუგდიდის, ფოთისა და ჯვრის რამდენიმე სკოლას. ვიზიტის ფარგლებში სტუდენტები შეხვდნენ აბიტურიენტებს და მიაწოდეს ინფორმაცია უნივერსიტეტის საბაკალავრო პროგრამებზე, მიღების წესებზე, დაფინანსების შესაძლებლობასა და გაცვლით პროგრამებზე. აბიტურიენტები ასევე გაეცნენ სტუდენტურ პროექტებს და აქტივობებს, რომლებიც სპეციალურად მათთვის შეიქმნა. პროექტის ფარგლებში სტუდენტები და მარკეტერები განაგრძობენ საქართველოს სხვადასხვა ქალაქის
IBSU-ს საერთაშორისო ურთიერთობების სამსახურის ხელმძღვანელი თამთა ცქიტიშვილი და სამართლისა და სახელმწიფო მმართველობის სკოლის დეკანი სალომე კუჭუხიძე შეხვდნენ ჩერქასის სახელმწიფო უნივერსიტეტის (უკრაინა) პროფესორს, რექტორის მრჩეველს საერთაშორისო საკითხებში, აიდინ ნოვრუზოღლუ ნოვრუზოვს, წყლისა და გარემოსდაცვითი ინჟინერიის ეროვნული უნივერსიტეტის პროფესორს, ვიცე რექტორს სამეცნიერო მიმართულებით, ნატალია სავინას და სუმის სახელმწიფო პედაგოგიური უნივერსიტეტის დოქტორს, ბიოლოგიურ მეცნიერებათა ასოცირებულ პროფესორს, ოლგა სკიბას. შეხვედრაზე უნივერსიტეტების წარმომადგენლებმა სამომავლო ურთიერთანამშრომლობის საკითხები განიხილეს.
IBSU-მ უმასპინძლა უფასო პროექტის “სახელმწიფო მმართველობა მოსწავლეებისთვის” მორიგ ნაკადს. პროექტის მეშვეობით სკოლის მოსწავლეები გაეცნენ საჯარო მმართველობის საფუძვლებს და მათ როლს საჯარო მმართველობის პროცესში. პრაქტიკული და სახალისო აქტივობების მეშვეობით, პროექტი ხელს უწყობს კრიტიკული აზროვნების, პრობლემის გადაჭრის, კომუნიკაციისა და ლიდერობის უნარების განვითარებას. მომდევნო ტრენინგი გაიმართება 11-12 მაისს. დარეგისტრირდი: https://ibsu.edu.ge/ge/lgs/registration/
ინგლისური ფილოლოგიის საბაკალავრო პროგრამის ხელმძღვანელი მაია ჩქოტუა და განათლების მეცნიერებების სადოქტორო პროგრამისა და განათლების ადმინისტრირების სამაგისტრო პროგრამების ხელმძღვანელი ეკატერინე ფიფია საერთაშორისო კონფერენციის სამეცნიერო კომიტეტის წევრებად აირჩიეს. საერთაშორისო კონფერენცია განათლების და ამ მიმართულებით ახალი შესაძლებლობების შესახებ გაიმართება 15-17 ივნისს პორტუგალიაში. კონფერენციის მონაწილეები, რომელთაც კომიტეტის წევრები შეარჩევენ, წარმოადგენენ პრეზენტაციებს სწავლა-სწავლებასთან დაკავშირებულ სიახლეებზე, განათლების სფეროში მიმდინარე ტრენდებსა და სწავლების თანამედროვე მიდგომებთან დაკავშირებით.
შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტში უფასო ტრენინგი “სამართალი მოსწავლეებისთვის” გაიმართა. სტუდენტური პროექტის ფარგლებში ტრენინგების, დისკუსიების, იმიტირებული პროცესებისა და სხვადასხვა აქტივობის მეშვეობით მოსწავლეებს საშუალება მიეცათ გაცნობოდნენ სამართალმცოდნეობის პროგრამას და შესაბამის პროფესიებს. ტრენინგს უძღვებოდნენ IBSU-ს სამართლისა და სახელმწიფო მმართველობის სკოლის წარმატებული და აქტიური სტუდენტები. მორიგი ტრენინგი გაიმართება 6-7 აპრილს. დარეგისტრირდი: https://bit.ly/42XCKYu