- 05/06/2025
- By მარიკა
- In სიახლეები, ბიზნესის სკოლა
- 227
- 0
პროექტის “შიდა ქართლის ხმა” ფარგლებში, ტურიზმის საბაკალავრო პროგრამის სტუდენტები და ფასილიტატორი, ‘კულტურული ტურიზმის’ სასწავლო კურსის მოწვეული ლექტორი, პროფესორი მაია ღვინჯილია საველე ვიზიტით კასპის მუნიციპალიტეტში იმყოფებოდნენ. პროექტი IBSU-ს კვლევის ხელშეწყობისა და პროექტების მართვის სამსახურის მიერ არის დაფინანსებული.
შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტმა ბიალისტოკის ტექნოლოგიურ უნივერსიტეტთან ურთიერთშეთანხმების (პოლონეთი) მემორანდუმი გააფორმა. ბიალისტოკის ტექნოლოგიური უნივერსიტეტი პოლონეთში 1949 წელს დაარსდა და რეგიონში უდიდესი ტექნიკური უნივერსიტეტია. ბიალისტოკის ტექნოლოგიური უნივერსიტეტი მოიცავს მრავალფეროვან ფაკულტეტებს, მათ შორის არქიტექტურის, სამოქალაქო ინჟინერიის, კომპიუტერული მეცნიერების და სხვა მიმართულებებით.
შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის ტურიზმის საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამის სტუდენტებმა, ლიკა ცისკარიშვილმა და გურამ მურღულიამ, მონაწილეობა მიიღეს საქართველოს უნივერსიტეტის მიერ ორგანიზებულ სტუდენტთა კონფერენციაში მეწარმეობისა და ტურიზმის თემაზე. გურამ მურღულიამ წარადგინა მოხსენება თემაზე “გასტრონომიული ტურიზმი – იტალიისა და საქართველოს შედარებითი ანალიზი;” ხოლო ლიკა ცისკარიშვილის მოხსენება “კურორტი ახტალა, გამოწვევები და სამომავლო პერსპექტივები” მეორე ადგილზე გავიდა.
შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტმა ნოი-ულმის გამოყენებით მეცნიერებათა უნივერსიტეტთან ურთიერთშეთანხმების მემორანდუმი გააფორმა. ნოი-ულმის გამოყენებითი მეცნიერებათა უნივერსიტეტი ბავარიაში ფოკუსირებულია ბიზნესზე, ციფრულ ტრანსფორმაციასა და ჯანდაცვის მენეჯმენტზე.
შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტმა დურესის ალექსანდრე მოისიუს უნივერსიტეტთან მემორანდუმი გააფორმა დურესის ალექსანდრე მოისიუს უნივერსიტეტი ალბანეთში სტუდენტებს სთავაზობს საბაკალავრო და სამაგისტრო პროგრამებს ეკონომიკის, სამართლის, ტექნოლოგიების, განათლებისა და სხვა მიმართულებებით.
კრედო ბანკის სინიორ ავტომატიზაციის ინჟინერმა, DevOps სამაგისტრო პროგრამის მაგისტრმა და IBSU-ს კურსდამთავრებულმა, თორნიკე ჭავჭავაძემ კომპიუტერული მეცნიერების საბაკალავრო პროგრამის სტუდენტებისათვის ჩაატარა ლექცია თემაზე „პროგრამული უზრუნველყოფის ტესტირების ავტომატიზაცია, მისი მნიშვნელობა და აუცილებლობა.” ტესტირების ავტომატიზაცია არის პროგრამული უზრუნველყოფის ტესტირების პროცესი, რომელიც ხორციელდება დაწერილი სკრიპტებისა და ავტომატიზაციის ხელსაწყოების მეშვეობით. მისი მიზანია ტესტირების დროის შემცირება, სიზუსტის გაუმჯობესება და განმეორებადი სცენარების