- 29/01/2026
- By მარიამ ღურწკაია
- In სიახლეები, საერთაშორისო ურთიერთობები
- 713
- 0

VIRTUALLYEDU Virtual Exchanges-ის მომდევნო ციკლი ოფიციალურად ღიაა განაცხადებების მისაღებად. აღნიშნული ციკლი აერთიანებს სტუდენტებსა და ახალგაზრდებს შვედეთიდან, საბერძნეთიდან, საქართველოდან, სომხეთიდან და უკრაინიდან, რაც ქმნის საერთაშორისო ონლაინ სასწავლო სივრცეს, რომელიც ორიენტირებულია ციფრულ უნარებზე, კიბერუსაფრთხოებასა და ინტერკულტურულ თანამშრომლობაზე. მონაწილეები იმუშავებენ საერთაშორისო გუნდებში, ჩაერთვებიან ცოცხალ გაცვლით სესიებში და მიიღებენ მონაწილეობას ციფრულ ჰაკათონში, სადაც ცოდნა პრაქტიკაში გადაიქცევა. პროგრამის წარმატებით დასრულების

შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტსა და ტრნავას უნივერსიტეტს შორის ურთიერთგაგების მემორანდუმი გაფორმდა. ტრნავას უნივერსიტეტი, რომელიც მდებარეობს ტრნავაში, სლოვაკეთი, გთავაზობთ პროგრამების ფართო სპექტრს ისეთ სფეროებში, როგორიცაა სამართალი, ფილოსოფია, განათლება, ჯანდაცვა, თეოლოგია და სოციალური მეცნიერებები.

შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტსა და Alfa BK University-ს შორის მემორანდუმი გაფორმდა. Alfa BK University მდებარეობს ბელგრადში, სერბეთი, და არის უმაღლესი კერძო საგანმანათლებლო დაწესებულება, რომელიც გთავაზობთ პროგრამების ფართო სპექტრს ისეთ სფეროებში, როგორიცაა ეკონომიკა, მენეჯმენტი, ფინანსები, საინფორმაციო ტექნოლოგიები, ინჟინერია და ხელოვნება, რაც ხელს უწყობს ინტერდისციპლინურ სწავლებას და მეწარმეობაზე ორიენტირებულ განათლებას.

გაიცანით #IBSU-ს ინგლისური ფიილოლოგიის მე-4 კურსის სტუდენტი, ლილე ლიპარტელიანი, რომელიც Erasmus+ გაცვლითი პროგრამით ერთი სემესტრი სწავლას აგრძელებს ეოტვოშ ლორანდის უნივერსიტეტში, უნგრეთში, დაწყებითი და სკოლამდელი განათლების ფაკულტეტზე. “ამ გაცვლით პროგრამაში მონაწილეობა ჩემი აკადემიური ცხოვრების ერთ-ერთ ყველაზე მდიდარ და ტრანსფორმაციულ გამოცდილებად იქცა. ახალ ქვეყანაში ცხოვრებამ და სწავლამ მომცა შესაძლებლობა, გამოვსულიყავი ჩემი კომფორტის ზონიდან, გამეცნო განსხვავებული საგანმანათლებლო სისტემა
