- 26/12/2025
- By მარიამ ღურწკაია
- In სიახლეები
- 1425
- 0

შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტში გაიმართა საინფორმაციო-საგანმანათლებლო სესია თემაზე „ინგლისის ინკლუზიური განათლების გამოწვევები მრავალკულტურულ გარემოში, საქართველოს საგანმანათლებლო სისტემის მომავალი გამოწვევები და ინგლისური პრაქტიკის გაზიარება“. ღონისძიების ფარგლებში მოწვეულმა სპიკერებმა – ჟანა გოგინაშვილმა და მარინა ოსტრიანსკამ – მონაწილეებს გააცნეს ინგლისის მრავალკულტურული საგანმანათლებლო სისტემის ძირითადი გამოწვევები, მათ შორის ენობრივი ბარიერები, კულტურული განსხვავებები და ინკლუზიური სწავლების პრაქტიკები. სესიაზე განსაკუთრებული ყურადღება

შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტში გლინტვაინის წვეულება ჩატარდა – ცოცხალი მუსიკა, თბილი გლინტვაინი და სტუდენტური ენერგია. ღონისძიებაში მონაწილეობდნენ უნივერსიტეტის ცეკვისა და მუსიკალური კლუბები, სტუდენტებმა ერთად შექმნეს მხიარული და დაუვიწყარი საღამო. იხილეთ ფოტოები ღონისძიებიდან. ვიდეო.

საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტმა საერთაშორისო სტუდენტებისთვის საშობაო კინოსაღამო გამართა.

12 დეკემბერს შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის (IBSU) კომპიუტერული მეცნიერებისა და არქიტექტურის სკოლამ ორმაგი დიპლომის სამაგისტრო პროგრამის „მენეჯმენტი და ინფორმაციული ტექნოლოგიები“ პირველი კურსდამთავრებულების გამოშვება და დასკვნითი ნაშრომების საჯარო დაცვა აღნიშნა. სამაგისტრო ნაშრომების დაცვა ჩატარდა საერთაშორისო კომისიის მონაწილეობით, რომლის შემადგენლობაშიც იყვნენ როგორც IBSU-ს, ასევე გერმანიის ცვიკაუს გამოყენებითი მეცნიერებათა უნივერსიტეტის (University of Applied Sciences Zwickau) პროფესორ-მასწავლებლები. დაცვის პროცესს
