- 25/12/2023
- By მარიკა
- In IBSU მედიაში
- 238
- 0
საერთაშორისო სააკრედიტაციო სააგენტომ (ASIIN), IBSU-ს ორმაგი დიპლომის სამაგისტრო პროგრამას „მენეჯმენტი და კომპიუტერული მეცნიერება“ აკრედიტაცია 2028 წლამდე გაუგრძელა. ვრცლად: https://www.interpressnews.ge/ka/article/782529-saertashoriso-saakreditacio-saagentom-ibsu-s-menejmenti-da-kompiuteruli-mecnierebis-samagistro-programas-akreditacia-2028-clamde-gaugrzela
საერთაშორისო სააკრედიტაციო სააგენტომ (ASIIN), IBSU-ს ორმაგი დიპლომის სამაგისტრო პროგრამას „მენეჯმენტი და კომპიუტერული მეცნიერება“ აკრედიტაცია 2028 წლამდე გაუგრძელა. სამაგისტრო პროგრამა შეიქმნა საერთაშორისო პარტნიორობის შედეგად ცვიკაუს გამოყენებით მეცნიერებათა უნივერსიტეტთან (გერმანია) და 4 პარტნიორ უნივერსიტეტთან აზიის და სამხრეთ კავკასიის ქვეყნებიდან. პარტნიორი უნივერსიტეტებია: შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტი (IBSU), ყაზახურ-ამერიკული თავისუფალი უნივერსიტეტი (KAFU), სომხეთის სახელმწიფო ეკონომიკური უნივერსიტეტი (ASUE), და ყირგიზულ-გერმანული გამოყენებითი ინფორმატიკის ინსტიტუტი (INAI.KG).
შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის საბუღალტრო აღრიცხვისა და აუდიტის საბაკალავრო პროგრამის და ფინანსების საბაკალავრო პროგრამის მე-2 და მე-3 კურსის სტუდენტები საქართველოს პროფესიონალ ბუღალტერთა და აუდიტორთა ფედერაციას ეწვივნენ. უნივერსიტეტის სტუდენტები შეხვდნენ ფედერაციის ხელმძღვანელობას. ბიზნესის სკოლის ვიცე-დეკანის, იაშა მურვანიძის შეფასებით, ვიზიტი ეხმარება სტუდენტებს პროფესიის სიღრმისეულად შესწავლაში. საშუალებას აძლევს მათ, გაეცნონ ბაზარზე არსებულ გამოწვევებს და ხელს უწყობს მათ საკუთარი
IBSU-ს ჟურნალისტიკის და მედიის კლუბის ორგანიზებით, ტელეწამყვანმა დავით ქაშიაშვილმა შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის ჟურნალისტიკის საბაკალავრო პროგრამის სტუდენტებისთვის საგამოძიებო ჟურნალისტიკაზე საჯარო ლექცია წაიკითხა. ინტერაქტიურ შეხვედრაზე დავით ქაშიაშვილმა სტუდენტების შეკითხვებსაც უპასუხა.