- 252
- 0
შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის პიარისა და მარკეტინგის სამსახურის უფროსი თამარ შოშიაშვილი და მარკეტერი სტუდენტები ესტუმრნენ მცხეთის #1, #2 საჯარო სკოლებს და საგურამოს საჯარო სკოლას. შეხვედრების ფარგლებში მოსწავლეებმა IBSU-ს საგანმანათლებლო პროგრამებისა და შეთავაზებების შესახებ დეტალური ინფორმაცია მიიღეს.
შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტი გაეროს გლობალური შეთანხმების საქართველოს ქსელს შეუერთდა. გლობალური შეთანხმების საქართველოს ქსელის მისიაა მდგრადი მიდგომების სტიმულირებითა და ბიზნესის ჩართულობით პროგრესული მომავლის შექმნა; საქართველოში, გაეროს გლობალური შეთანხმების ათი პრინციპის მხარდაჭერა და მდგრადი განვითარების მიზნების განხორციელებაში წვლილის შეტანა.
შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტში ამერიკელი და ქართველი მოსამართლეების ერთობლივი საჯარო ლექცია გაიმართა თემაზე: „გამოწვევები ოჯახური ძალადობის საქმეთა განხილვისას – ქართული და ამერიკული გამოცდილება.“ ლექციაზე მომხსენებლები იყვნენ ამერიკელი მოსამართლეები – ელისაბედ ესპინოზა და ქეროლ ქელი, დოქტორი პატრიცია ვილდერმუტი, ამერიკის საელჩოს სახელმწიფო ანტინარკოტიკული და სამართალდამცავ ორგანოებთან ურთიერთობის საერთაშორისო ბიუროს უფროსი მრჩეველი მართლმსაჯულების საკითხებში და რუსთავის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა

ლუბლინის მეწარმეობისა და ადმინისტრირების საუნივერსიტეტო კოლეჯი ერაზმუს პლუსის მობილობის პროგრამაზე მიღებას აცხადებს. განცხადების გაგზავნა შეუძლიათ ბიზნესის სკოლისა და კომპიუტერული მეცნიერებისა და არქიტექტურის სკოლის სტუდენტებს გაზაფხულის სემესტრი: თებერვალი/ივნისი/ივლისი აპლიკაციის საბოლოო ვადა: 29 ნოემბერი კონტაქტი: Iro@ibsu.edu.ge
შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტმა და კანარის კუნძულების საერთაშორისო უნივერსიტეტმა ერაზმუს პლუსის გაცვლით პროგრამასა და სტაჟირებაზე მიღება გამოაცხადეს. განცხადების გაგზავნა შეუძლიათ ინგლისური ფილოლოგიის საბაკალავრო პროგრამის სტუდენტებს. განცხადების გაგზავნის საბოლოო ვადა: 29 ნოემბერი