- 14/11/2023
- By მარიკა
- In ბიზნესის სკოლა
- 179
- 0
შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტმა ბიზნეს ანბანის პროექტის შემოდგომის სეზონის პირველ ნაკადს უმასპინძლა. ორდღიან უფასო ტრენინგს 50-მდე მოსწავლე დაესწრო. მონაწილეებს შესაძლებლობა ჰქონდათ, სახალისო და საინტერესო აქტივობებთან ერთად, მეგობრულ გარემოში გაცნობოდნენ ბიზნესის სხვადასხვა სფეროებს. ტრენინგის დასასრულს მოსწავლეებმა მიღებული ცოდნის საფუძველზე ტრენერებს საკუთარი ბიზნეს გეგმებიც წარუდგინეს. ბიზნეს ანბანის პროექტის მონაწილეებს ორენოვანი სერტიფიკატები გადაეცათ.
შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტს ღია კარის დღის ფარგლებში 174-ე საჯარო სკოლის მოსწავლეები ეწვივნენ. პიარისა და მარკეტინგის დეპარტამენტის უფროსმა თამარ შოშიაშვილმა და მარკეტერებმა დამამთავრებელი კლასის მოსწავლეებს IBSU-ს საგანმანათლებლო პროგრამები და შეთავაზებები გააცნეს.
შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის პიარისა და მარკეტინგის დეპარტამენტის უფროსი თამარ შოშიაშვილი, ბიზნესის სკოლის დეკანი ილია ბოცვაძე და მარკეტერები ილია ვეკუას სახელობის თბილისის 42-ე საჯარო სკოლას ეწვივნენ. ინტერაქტიურ შეხვედრაზე IBSU-ს წარმომადგენლებმა დამამთავრებელი კლასის მოსწავლეებს საგანმანათლებლო პროგრამები, გრანტები და შეთავაზებები გააცნეს.
შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტს თბილისის #208 საბავშვო ბაგა-ბაღის აღსაზრდელები ეწვივნენ. “სოციალური ქცევის” ფარგლებში, ბავშვები ბიბლიოთეკაში მოქცევის წესებს გაეცნენ.
საჯარო სამსახურის ბიურო გთავაზობთ რესურსებს და სახელმძღვანელოებს, რომლებიც განკუთვნილია არა მხოლოდ საჯარო მოხელეებისთვის, არამედ განვითარების ნებისმიერი მსურველისთვის. ერთ სივრცეში არსებული რესურსები დაგეხმარებათ გაიზარდოთ პროფესიულად და განავითაროთ ზუსტად ის უნარები და ცოდნა, რაც კარიერაში წარმატების მისაღწევადაა საჭირო. ეწვიეთ ვებგვერდს და მიიღეთ უფასო წვდომა ელექტრონულ რესურსებზე – https://bit.ly/3SqfoHJ
ჟურნალისტიკის საბაკალავრო პროგრამის ინიციატივით, შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტს საფეხბურთო კომენტატორი და პროდიუსერი სანდრო ცნობილაძე ეწვია. ინტერაქტიულ შეხვედრაზე სანდრო ცნობილაძემ სტუდენტების შეკითხვებს უპასუხა.