- 10/11/2023
- By მარიკა
- In სამართლისა და სახელმწიფო მმართველობის სკოლა
- 188
- 0
IBSU-ს სტუდენტების ორგანიზებით, შემოდგომის სემესტრში განახლდა ტრენინგ-კურსი “სამართალი მოსწავლეებისთვის”. ტრენინგის ფარგლებში სკოლის მონაწილეებმა შეისწავლეს სამართლის საფუძვლები, დარგები და პროფესიები, სასამართლო სისტემის თავისებურებები, იმსჯელეს ადამიანის უფლებებზე, დანაშაულების სახეებსა და სხვა მნიშვნელოვან სამართლებრივ საკითხებზე. ტრენინგის მიმდინარეობისას მოსწავლეები მუშაობდნენ კაზუსების ამოხსნაზე, ითამაშეს როლური თამაშები და ჰქონდათ დებატები. “სამართალი მოსწავლეებისთვის” IBSU-ს ყოველთვიური პროექტია.
შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტმა საქართველოს მედიატორთა ასოციაციის თავმჯდომარის, ირაკლი ყანდაშვილის საჯარო ლექციას უმასპინძლა თემაზე “მედიაციის როლი ბიზნეს დავების გადაწყვეტის პროცესში.” ირაკლი ყანდაშვილმა სტუდენტებს მედიაციის არსი გააცნო. მისი თქმით, მნიშვნელოვანია, რომ ბიზნესის წარმომადგენლებს ჰქონდეთ ცოდნა დავის ალტერნატიული მექანიზმის, მედიაციის შესახებ. საქართველოს მედიატორთა ასოციაციამ გაეროს განვითარების პროგრამის მხარდაჭერით დაიწყო ახალი კამპანია, რომლის მიზანია მედიაციის არსი და რაობა
წიგნი საგნებს ინტერნეტი (IoT) ამუშავებს ბევრ საინტერესო პროექტს, მათ შორის: IoT-ზე დაფუძნებული კარის საკეტი, სარწყავი სისტემა, სენსორის მონაცემების გამოქვეყნება LAMP სერვერზე, GPS-ის გამოყენება სახლებთან მიახლოებისას კონკრეტული ავტომატიზაციის ფუნქციების განსახორციელებლად და მრავალი სხვა. მასალა მოწყობილია მარტივიდან რთულამდე, უამრავი პრაქტიკული მაგალითით, რაც მკითხველს საშუალებას აძლევს ადვილად გაითავისოს მასალა და შეძლოს სახლის სრული ავტომატიზაციის განხორციელება შედარებით იაფად NodeMCU
სახელმძღვანელოს მიზანია სტუდენტებს მიაწოდოს კვლევისა და დისერტაციის წერის საბაზისო უნარები, გააცნოს მათ სხვადასხვა ტიპის კვლევები და კვლევის მეთოდები ამერიკისმცოდნეობის სფეროში. ავტორი: ირინა ბახტაძე ISBN: 978-9941-27-332-2 გამოცემის წელი: 2017 გამომცემელი: შპს შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტი ენა: ინგლისური
წიგნი ქართული თურქოლოგიის ფუძემდებელ სერგი ჯიქიაზეა. იგი შეიცავს ინფორმაციას სერგი ჯიქიას ბიოგრაფიის, ნაწარმოებებისა და მისი ლიტერატურის შესახებ. შემდგენელი: ია დუდუჩავა მთარგმნელი: ილიას უსტუნიერი ISBN: 978-605-5262-62-4 გამოცემის წელი: 2014 წ გამომცემელი: Palet Yayınları მონაწილე: შპს შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტი ენები: ქართული / თურქული
წიგნი კონფლიქტი და მოლაპარაკებები მოკლედ და კონკრეტულად ეუბნება მკითხველს კონფლიქტების მოგვარებისა და მოლაპარაკებების შესახებ. წიგნი განკუთვნილია სტუდენტებისთვის, საერთაშორისო ურთიერთობების სპეციალისტებისთვის და საზოგადოების ფართო სპექტრისთვის. წიგნი ეძღვნება საქართველოს დამოუკიდებლობისთვის მებრძოლ მოქალაქეებს. ავტორი: გიგი კუბლაშვილი ISBN: 978-9941-8-1039-8 გამოცემის წელი: 2019 წელი გამომცემელი: შპს შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტი ენა: ქართული