იბსუმ მონაწილეობა მიიღო და მისმა აკადემიურმა პერსონალმა ჩაატარა ონლაინ ტრენინგი “ჯუნიორ ეჩივმენტი საქართველოს”(NGO) და აშშ-ს საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) პროექტში : “პანკისის სათემო კავშირები” ქვეპროექტს „ბიზნეს კონცეფციების სწავლება პანკისის ხეობის სკოლებში“;
პროექტის ფარგლებში, პანკისის ხეობის შვიდივე სკოლაში განხორციელდა „ჯუნიორ ეჩივმენტი“-ს პროგრამა „იყავი მეწარმე“ სკოლის მეათე, მეთერთმეტე და მეთორმეტე კლასებში;
ასევე, უნივერსიტეტი ახორციელებს პროგრამას „იყავი მეწარმე”, რომლის მიზანია ხელი შეუწყოს მოსწავლეების მიერ მაღალ კლასებში სამეწარმეო ინიციატივებს ბიზნეს გეგმის ძირითადი კომპონენტების შესწავლით.
2023 წლის თებერვალში შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტმა გაიმარჯვა “კონკურენტული ინოვაციის ფონდის (CIF)” მიერ გამოცხადებულ პირველ საგრანტო კონკურსში პროექტით: “Computational Social Sciences for Development”;
პროექტში ჩართული უნივერსიტეტებია: 1. თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელმწიფო უნივერსიტეტი; 2. შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტი და 3. აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტი (ქუთაისი);
CIF-ის მიზანია უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების კონკრეტული მიმართულებების განვითარება, აკადემიური პროგრამებისა და სასწავლო გარემოს მოდერნიზება და შრომის ბაზართან კავშირების გაძლიერება; პროექტს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო და მსოფლიო ბანკი ერთობლივად ახორციელებენ.
აშშ-ს საელჩოს მიერ დაფინანსებული პროექტი „ციფრული წიგნიერება და მულტიმედია ჟურნალისტიკა“ მიმდინარეობდა 2022 წლის 15 აპრილიდან 15 ნოემბრის პერიოდში.
პროექტის მთავარი მიზანი იყო სტუდენტებში ფაქტების გადამოწმებისა და მულტიმედიური ჟურნალისტური პროდუქტების შექმნის უნარების განვითარება.
2022 წლის აპრილში პროექტში ჩართული ოთხი უნივერსიტეტის (GIPA, CU, UG და IBSU) ჟურნალისტიკის სკოლების ადმინისტრაციამ შეარჩია სამ-სამი სტუდენტი, რომლებიც სტაჟირებას გაივლიდნენ მედიის განვითარების ფონდში (MDF), კერძოდ, ფონდის პროექტ „მითების ლაბორატორიაში“.სტაჟიორებთან პირველი საორიენტაციო შეხვედრა MDF-ში 2022 წლის 11 მაისს გაიმართა. ამის შემდეგ სტუდენტები დისტანციურად, სახლიდან მუშაობდნენ. მათ მუშაობის პროცესს კოორდინრიებას უწევდნენ MDF-ის ფაქტ-ჩეკერები.
საბოლოოდ, მითების ლაბორატორიის ვებ-გვერდზე გამოქვეყნდა 8 ანალიტიკური მასალა. აქედან 3 მასალაში გამოაშკარავებული იყო დეზინფორმაცია, 5 მასალაში კი – მანიპულაცია.
პროექტის ზოგადი მიზნები შემდეგია:
პროექტის პარტნიორები “პროგრამის ქვეყნებიდან”:
პარტნიორები საქართველოდან:
HERD -ის პროექტში ჩართულ აკადემიურ პერსონალთან შემაჯამებელი შეხვედრა გაიმართა – იხილეთ ბმული
დასრულდა ევროკავშირის მიერ დაფინანსებული „Erasmus+“-ის KA2-ის პროგრამის პროექტი ,,საქართველოს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში სამეცნიერო კვლევების განვითარების ხელშეწყობა“ – იხილეთ ბმული