პროგრამის მიზანი
არქიტექტურის საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამის მიზანია:
არქიტექტურის საგანმანათლებლო პროგრამის წარმატებით დასრულების შემთხვევაში კურსდამთავრებულებს ჩამოუყალიბდებათ სპეციალობისთვის აუცილებელი შემდეგი ზოგადი და დარგობრივი კომპეტენციები.
პროგრამაზე ჩარიცხვისთვის საჭიროა შემოქმედებითი ტურის გავლა.
შემოქმედებითი ტური იქნება 2 ეტაპიანი: პორტფოლიოს წარდგენა (გადმოგზავნა/ატვირთვა) და შემოქმედებითი ინტერვიუ (გასაუბრება).
ეტაპი 1: პორტფოლიოს წარდგენა კანდიდატმა უნდა წარმოადგინოს შემოქმედებითი პორტფოლიო, რომელიც შეიძლება მოიცავდეს:
ეტაპი 2: შემოქმედებითი ინტერვიუ. პორტფოლიოს საფუძველზე შერჩეული კანდიდატები გაივლიან 15-20 წუთიან გასაუბრებას ჟიურისთან, რომელიც მოიცავს:
შეფასების სისტემა:
საქართველოს კანონმდებობის თანახმად, საგანმანათლებლო პროგრამაზე მოსახვედრად აუცილებელია ერთიანი ეროვნული გამოცდების ჩაბარება. საბაკალავრო პროგრამის სტუდენტი შეუძლია გახდეს ნებისმიერს, ვისაც აქვს საშუალო განათლება. ერთიანი ეროვნული გამოცდების ჩაბარების გარეშე საგანმანათლებლო პროგრამაზე მიღება შესაძლებელია მხოლოდ საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ შემთხვევებში. ჩასაბარებელი ძირითადი საგნები: ქართული ენა, უცხო ენა (გერმანული, ინგლისური, რუსული ან ფრანგული). არქიტექტურის საბაკალავრო პროგრამაზე მისაღებად მესამე არჩევითი საგანი შეიძლება იყოს მათემატიკა ან ფიზიკა. ერთიანი ეროვნული გამოცდების ჩაბარებამდე არქიტექტურის პროგრამაზე მოსახვედრად აბიტურიენტი გადის შემოქმედებით ტურს. შემოქმედებითი ტური გულისხმობს გასაუბრებას ხატვაში. აბიტურიენტი (მათ შორის, ერთიანი ეროვნული გამოცდების ჩაბარების გარეშე ჩარიცხვის უფლების მქონე პირი), რომელიც გამოხატავს სურვილს ჩაირიცხოს IBSU-ში, ასევე სხვა უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების სტუდენტი, რომელიც გამოხატავს სურვილს IBSU-ში გადმოვიდეს მობილობის წესით არქიტექტურის პროგრამაზე ვალდებულია გაიაროს შემოქმედებითი ტური.
მობილობის წესით ჩარიცხვა ხორციელდება წელიწადში ორჯერ. შიდა მობილობა ხორციელდება უნივერსიტეტის რექტორის ბრძანებით განსაზღვრულ ვადებში (დეტალური ინფორმაცია იხილეთ შემდეგ ბმულზე www.ibsu.edu.ge). გარე მობილობა ხორციელდება სსიპ – განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ (დეტალური ინფორმაცია იხილეთ შემდეგ ბმულზე: www.eqe.ge).
საერთაშორისო აპლიკანტების ჩარიცხვა ხორციელდება საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მიერ დადგენილი წესით (დეტალური ინფორმაცია იხილეთ შემდეგ ბმულზე https://ibsu.edu.ge/iro/admission/).
ეროვნული გამოცდებით ჩარიცხულებისთვის: 5990 ლარი
ეროვნული გამოცდების გარეშე ჩარიცხულებისთვის: 4900 აშშ დოლარი, გრანტი 1000 დოლარამდე
მისანიჭებელი კვალიფიკაცია: არქიტექტურის ბაკალავრი
სწავლების ენა: ქართული
პროგრამის მოცულობა კრედიტებით: 240 ECTS
პროგრამის ხელმძღვანელი: გიორგი ცუცქირიძე
ელ-ფოსტა: giorgi.tsutskiridze@ibsu.edu.ge
ტელ: + 995 322 800 064
ოთახი: A310