პროგრამის მიზანი
საგანმანათლებლო პროგრამა უზრუნველყოფს აუცილებელი თეორიული ცოდნითა და პრაქტიკული უნარ-ჩვევებით აღჭურვილი მაღალკვალიფიციური არქიტექტორის მომზადებას. პროგრამა ითვალისწინებს სტუდენტთა სტაჟირებას სახელმწიფო და კერძო ორგანიზაციებში, რაც აძლევს მათ შესაძლებლობას ჩაერთონ პრაქტიკულ, შემოქმედებით და ადმინისტრაციულ პროცესებში და შეიძინონ პროფესიული გამოცდილება.
სწავლის შედეგები
საგანმანათლებლო პროგრამის მიზანია არქიტექტორის პროფესიისათვის აუცილებელი საფუძვლიანი თეორიული ცოდნითა და უნარ-ჩვევებით აღჭურვილი არქიტექტურის ბაკალავრის მომზადება და სტუდენტთა უზრუნველყოფა პრაქტიკული გამოცდილებით სხვადასხვა სახელმწიფო და კერძო ორგანიზაციებში.
აკადემიურ და ადმინისტრაციულ ასპექტებზე იმუშავა პროგრამის კოორდინატორმა პროგრამაში ჩართული ლექტორ-მასწავლებლების, მათ შორის რამოდენიმე ევროპული არქიტექტურული სკოლის პროფესორისა და პოტენციური დამსაქმებლების აზრისა და რჩევების გათვალისწინებით.
დასაქმება
საჯარო და კერძო ორგანიზაციებთან გაფორმებული მემორანდუმები იძლევა პროგრამის განვითარების პერსპექტივას. სტუდენტებს ეძლევათ შესაძლებლობა დააკვირდნენ პრაქტიკულ, შემოქმედებით და ადმინისტრაციულ პროცესს, ჩაერთონ მასში და მიიღონ პროფესიული საქმიანობის ორგანიზების გამოცდილება.
პროგრამაზე მიღება
საქართველოს კანონმდებობის თანახმად, საგანმანათლებლო პროგრამაზე მოსახვედრად აუცილებელია ერთიანი ეროვნული გამოცდების ჩაბარება. ერთიანი ეროვნული გამოცდების ჩაბარების გარეშე საგანმანათლებლო პროგრამაზე მიღება შესაძლებელია მხოლოდ საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ შემთხვევებში. ერთიან ეროვნულ გამოცდებზე სავალდებულოა ქართული ენის და ინგლისური ენის ჩაბარება. არქიტექტურის საბაკალავრო პროგრამაზე მისაღებად მესამე არჩევითი საგანი შეიძლება იყოს მათემატიკა ან ფიზიკა. ინგლისური ენის მინიმალური კომპეტენციის დონე: 50%+1.
პროგრამაზე ჩარიცხვისთვის საჭიროა შემოქმედებითი ტურის გავლა.
შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტში შემოქმედებითი ტური ჩატარდება 12,13 და 14 ივნისს, 12:00 საათზე.
კანდიდატებმა უნივერსიტეტში უნდა წარმოადგინონ პორტფოლიო და ადგილზე უნდა შეასრულონ დავალება. ტურის ფრაგლებში კანდიდატს ეძლევა 60 წუთი, რათა დამატებით შეასრულოს მის მიერ პორტფოლიოში წარმოდგენილი ნამუშევრებიდან თითო–თითო მცირე ფრაგმენტი.
კანდიდატებმა შემოქმედებითი ტურზე თან უნდა იქონიონ სახატავი ატრიბუტები (ფანქარი, საშლელი, სათლელი).
კანდიდატის მიერ წარდგენილი პორტფოლიო უნდა მოიცავდეს:
ა) გეომეტრიული ფიგურების (კუბი, სფერო, პირამიდა, კონუსი, პარალელეპიპედი, ცილინდრი ან სხვა) სულ მცირე 2 (ორი) გრაფიკულ ნახატს. ნამუშევრის ფორმატი უნდა იყოს A3;
ბ) ნებისმიერი სახის არქიტეტურული ობიექტის სულ მცირე 2 (ორი) გრაფიკულ ჩანახატს. ნამუშევრის ფორმატი უნდა იყოს A4 ან A3;
მონაწილეებს შეუძლიათ ნამუშევრების მოტანა და დატოვება როგორც 15 მაისიდან 11 ივნისის ჩათვლით (შაბათ-კვირის გარდა, 14:00 დან 17:00 საათამდე) შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტში (დ. აღმაშენებლის ხეივანი მე-13 კმ. N2 A323), ასევე უშუალოდ ტურის დღეს.
შემოქმედებით ტურზე აუცილებელია რეგისტრაცია მითითებულ ბმულზე: https://forms.gle/5WzLXinAmxegjAbU6
შეფასების კრიტერიუმები / Assessment
პორტფოლიოს ნიმუში / Portfolio Sample
სწავლის საფასური
ეროვნული გამოცდებით ჩარიცხულებისთვის: 5990 ლარი
ეროვნული გამოცდების გარეშე ჩარიცხულებისთვის: 4500 აშშ დოლარი
მისანიჭებელი კვალიფიკაცია: არქიტექტურის ბაკალავრი
სწავლების ენა: ინგლისური
პროგრამის მოცულობა კრედიტებით: 240 ECTS
მობილობის წესით ჩარიცხვა ხორციელდება წელიწადში ორჯერ. შიდა მობილობა ხორციელდება უნივერსიტეტის რექტორის ბრძანებით განსაზღვრულ ვადებში (დეტალური ინფორმაცია იხილეთ შემდეგ ბმულზე www.ibsu.edu.ge). გარე მობილობა ხორციელდება სსიპ – განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ (დეტალური ინფორმაცია იხილეთ შემდეგ ბმულზე: www.eqe.ge).
საერთაშორისო აპლიკანტების ჩარიცხვა ხორციელდება საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მიერ დადგენილი წესით (დეტალური ინფორმაცია იხილეთ შემდეგ ბმულზე https://ibsu.edu.ge/iro/admission/ ).
კონტაქტი
პროგრამის ხელმძღვანელი: გიორგი ცუცქირიძე
ელ–ფოსტა: giorgi.tsutskiridze@ibsu.edu.ge
ტელ: + 995 322 800 064
ოთახი: A310