კომპიუტერული მეცნიერების სადოქტორო პროგრამა უზრუნველყოფს მაღალი ხარისხის კვლევითი გარემოს შექმნას. პროგრამა საშუალებას აძლევს სტუდენტებს მიიღონ თანამედროვე განათლება უახლესი ტექნოლოგიების გამოყენებით. პროგრამის აკადემიური პერსონალი სრულყოფისა და განვითარების უზრუნველყოფის პარალელურად მუდმივად განაგრძობს პროფესიულ განვითარებასა და კვლევით მოღვაწეობას შესაბამის სფეროში. ჩვენი მისიაა მოვამზადოთ მაღალკვალიფიციური კადრები და ხელი შევუწყოთ იდეების ჩამოყალიბებას, რომლებიც შექმნიან თანამედროვე სამყაროს ახალ სტანდარტებს.
წლების განმავლობაში ჩვენ განვავითარეთ და გავაძლიერეთ ისეთი დისციპლინების სწავლება, როგორიცაა ხელოვნური ინტელექტი, თეორიული კომპიუტერული მეცნიერება, სისტემების დიზაინი და უსაფრთხოება. სადოქტორო პროგრამა შექმნილია ისე, რომ გაითვალისწინოს ცალკეული სტუდენტის ინტერესი, რაც ნიშნავს დოქტორანტურაში სწავლისას სტუდენტმა გამორჩეული და მნიშვნელოვანი წვლილი უნდა შეიტანოს სულ მცირე ერთი მიმართულების შესწავლაში და განვითარებაში.
კომპიუტერული მეცნიერების სადოქტორო პროგრამის კურსდამთავრებულთათვის კარიერული შესაძლებლობები შეიძლება შემდეგ კატეგორიებად დაიყოს:
საქართველოს მოქალაქე დოქტორანტობის კანდიდატს პროგრამაზე დაშვებისათვის მოეთხოვება:
უცხო ქვეყნის მოქალაქეთათვის იხილეთ ბმული: https://ibsu.edu.ge/iro/home/
საქართველოს მოქალაქეებისთვის: 3540 ლარი
საერთაშორისო სტუდენტებისთვის: 4500 აშშ დოლარი
შავი ზღვის უნივერსიტეტის კურსდამთავრებულებისთვის სადოქტორო პროგრამებზე მოქმედებს 10%-იანი გრანტი.
მისანიჭებელი კვალიფიკაცია: კომპიუტერული მეცნიერების დოქტორი
სწავლების ენა: ინგლისური
ხანგრძლივობა და კრედიტები: 3 წელი, 60 ECTS
დოქტორანტობის კანდიდატმა აუცილებელია რეგისტრაცია გაიაროს სასურველ პროგრამაზე და ასევე საჭირო დოკუმენტაცია გადმოგზავნოს ელ. ფოსტაზე: viktoria.mindiashvili@ibsu.edu.ge
პროგრამის ხელმძღვანელი: დოქტ. ნიკოლოზ აბზიანიძე
ტელ: (+995 32) 2 800 064 (162)
ელ-ფოსტა: nabzianidze@ibsu.edu.ge
ოთახი: A310